მეგობრებო, 23 ოქტომბერს მთვარე თევზების ნიშანში განაგრძობს მოძრაობას, რაც აძლიერებს მგრძნობელობას, ინტუიციასა და გარშემომყოფთა განწყობების აღქმის უნარს.
თუმცა, მთელი დღის განმავლობაში მთვარე უკურსო იქნება. ამიტომ დღე უმჯობესია უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას, ინფორმაციის გაანალიზებასა და გეგმების მოწესრიგებას დავუთმოთ.
მოერიდეთ ახალი პროექტების წამოწყებას, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და მსხვილ შენაძენებს.
დღის პირველ ნახევარში მთვარის ჰარმონიული ასპექტი მერკურთან დაგვეხმარება მოვლენების უკეთ გააზრებაში, მნიშვნელოვანი დეტალების შემჩნევასა და გაუგებრობების გარკვევაში. კარგი დროა დოკუმენტების შესამოწმებლად, ინფორმაციის გასაანალიზებლად და დაუსრულებელ საკითხებთან დასაბრუნებლად.
საღამოს კი უმჯობესია ყოველდღიური საქმეები დაასრულოთ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. 23:55 საათზე მთვარე ვერძში გადავა და ემოციური ფონი თანდათან შეიცვლება.
დღეს მზე სასწორს ტოვებს და მორიელის ნიშანში გადადის. იწყება მორიელის სეზონი - წლის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და გარდამტეხი პერიოდი. თუ სასწორი ურთიერთობებში წონასწორობისა და შეთანხმების ძიებას გვასწავლიდა, მორიელი გვიბიძგებს, მოვლენების არსს ჩავწვდეთ და დავინახოთ, რა იმალება გარეგნული კეთილდღეობის მიღმა. ეს პერიოდი დაგვაფიქრებს ჩვენს შიშებზე, მიჯაჭვულობებზე, ურთიერთობებსა და საკითხებზე, რომლებიც დიდი ხანია ტრანსფორმაციას საჭიროებს.
მორიელის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა განწმენდაა - დაგროვილი წყენისგან, დამანგრეველი ემოციებისგან, მტკივნეული მიჯაჭვულობებისა და მოძველებული შეხედულებებისგან გათავისუფლება. მორიელის უმაღლესი სიმბოლო ფენიქსი ამ პროცესის არსს გამოხატავს: წარსულის გამოცდილების გადალახვის შემდეგ ჩვენ განახლებისა და გაძლიერების შესაძლებლობა გვაქვს. განწმენდის ეტაპის გავლა აუცილებელია ცხოვრების ახალ საფეხურზე ასასვლელად, რასაც ემსახურება სწორედ მორიელის სეზონი.
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება გულწრფელად გააანალიზოთ საკუთარი ცხოვრება, შიშები, ჩვევები, ურთიერთობები და ვალდებულებები, რომლებიც გფიტავთ ენერგეტიკულად. თუმცა, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. ცვლილებები გაცნობიერებით იწყება და არა ემოციური იმპულსით.
წელს ეს პროცესი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, რადგან მზე რეტროგრადულ ვენერასთან შეერთებას ქმნის და ზოდიაქოს ნიშნის საზღვარს გადაკვეთს.
ამ მოვლენას უკავშირდება ზოდიაქოს უმაღლესი ნიშნის, ყორნის, გააქტიურებაც. ყორნის სიმბოლიკა ღრმა კარმულ განწმენდას, სამართლიანობის აღდგენასა და წარსულში ჩადენილი ქმედებების შედეგებთან შეხვედრას უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოაწესრიგოთ გარემო, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და შეაჯამოთ განვლილი გამოცდილება. ეს დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ წარსულის ტვირთისგან და ახალი ეტაპისთვის მოემზადოთ.
მთვარის დღეების მიხედვით, 16:30 საათამდე მეცამეტე მთვარის დღე გრძელდება, შემდეგ კი მეთოთხმეტე იწყება. მისი სიმბოლოა საყვირი ან გრაგნილია. ეს დღე ხელს უწყობს ანალიტიკურ აზროვნებას, მოვლენების არსის დანახვასა და მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანას. სასარგებლოა მედიტაცია და ინტუიციის მოსმენა. ამავე დროს, დღე ემოციური დაძაბულობითა და ენერგიის სიჭარბითაც გამოირჩევა. თუ შინაგან დაძაბულობას იგრძნობთ, დაკავდით სპორტით ან ფიზიკური შრომით, რათა ენერგია სასარგებლო საქმიანობისკენ მიმართოთ.
დღის მთავარი რჩევაა, ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას. გამოიყენეთ ეს პარასკევი წარსულის გასაანალიზებლად და მოახლოებული ცვლილებებისთვის მოსამზადებლად. მორიელის სეზონი გვაძლევს შესაძლებლობას, გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც წინსვლაში გვიშლის ხელს, და უფრო ძლიერი, გაცნობიერებული ნაბიჯებით დავიწყოთ ახალი ეტაპი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაფერი შეიძლება იმაზე უკეთ აეწყოს, ვიდრე გეგმავდით!...“ - 23 ოქტომბრის ენერგიები
⭕ რა არის ჯვარედინი იოგი და რას ნიშნავს მისი გაწყვეტა?
🎥 „გადავწყვიტე პაუზა დასრულდეს...“ - რა სიახლეა რუსკა ქარქაშაძის ცხოვრებაში