Digest Logo

„ყველაფერი შეიძლება იმაზე უკეთ აეწყოს, ვიდრე გეგმავდით!...“ - 23 ოქტომბრის ენერგიები

1792730929
დღის ენერგიები

23 ოქტომბერი — მძაფრი ემოციების დღეა: ნუ აიკიდებთ ზედმეტ პრობლემებს!

ჩემო ძვირფასებო, დღის ენერგიებია 5 • 7 • 3. დღეს პარასკევია, 23-ე რიცხვი კი მხიარულ განწყობას გვიქმნის - გვინდა გასეირნება, გართობა, მეგობრებთან შეხვედრა და დასვენება.

🥳 დღის სასიამოვნოდ გატარება ნამდვილად შეგიძლიათ! თუმცა მისიის შვიდიანი გვაფრთხილებს: ემოციებს ნუ გადააჭარბებთ და ნუ ეძებთ თავგადასავალს იქ, სადაც მისი თავიდან აცილება მარტივად შეიძლება.

💥 შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა: „რა უნდათ ჩემგან? თავი დამანებეთ!“ ასეთმა რეაქციამ შესაძლოა უსიამოვნო კამათამდე, ხმაურიან კონფლიქტამდე ან ჩხუბამდეც კი მიგიყვანოთ. ამიტომ ნუ გაღიზიანდებით, ნუ გამოიწვევთ სხვებს და ნუ აუწევთ ხმას!

💃 დილიდანვე აიმაღლეთ განწყობა. ჩაიცვით ისე, რომ სარკესთან ჩავლამაც კი გაგახაროთ. პარასკევს გოგოებმა საკუთარი თავი უნდა გაანებივრონ, ბიჭებმა კი — საყვარელი ქალბატონები.

🎶 ჩართეთ საყვარელი მუსიკა, იმღერეთ, იცეკვეთ და მიირთვით ყველაზე გემრიელი ყავა. დილიდანვე უთხარით საკუთარ თავს: „დღეს წარმატებული დღე მექნება! ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა!“

👩‍❤️‍💋‍👨 დღის განმავლობაში შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ. მაშინვე უარს ნუ იტყვით — დაფიქრდით, ნაცნობებიდან, მეგობრებიდან ან პარტნიორებიდან ვინ შეიძლება დაგეხმაროთ საჭირო საკითხის მოგვარებაში.

🏆 თუ ამ დღეს დადებითად გაატარებთ, რეალიზაციის სამიანი დაგეხმარებათ შეთანხმებაში და სასურველის მიღებაში. ყველაფერი შეიძლება იმაზე უკეთ აეწყოს, ვიდრე გეგმავდით!

🧂 არ დაგავიწყდეთ მარილის განახლება სამარილეში. მარილის დამატებისას თქვით, რომ მასთან ერთად თქვენს სახლში შემოდის ბედნიერება, სიყვარული, იღბალი და ფინანსური სიუხვე.

❤️ იყავით ბედნიერები, საყვარელი და შეძლებული! გაერთეთ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა არის ჯვარედინი იოგი და რას ნიშნავს მისი გაწყვეტა?

🎥 „გადავწყვიტე პაუზა დასრულდეს...“ - რა სიახლეა რუსკა ქარქაშაძის ცხოვრებაში

🎥 „ორგანიზმში ფარული დაზიანება იწყება“ - ფსიქიატრი თათა ასათიანი ალკოჰოლის სისტემატური მოხმარების საფრთხეებზე

✕