ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე - „ემოციური ნაგავსაყრელი: უხილავი ტვირთი, რომელიც შიგნიდან გვანადგურებს“ წერს:
„ემოციური ნაგავსაყრელი: უხილავი ტვირთი, რომელიც შიგნიდან გვანადგურებს
წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლში დაგროვილ ნაგავს გარეთ არასოდეს ყრით. რამდენ ხანში გახდება იქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელი? ჩვენ ფანატიკურად ვიცავთ ფიზიკურ ჰიგიენას, მაგრამ სრულიად ვაიგნორებთ ფსიქიკურს.
წყენა, შიში, ბოღმა და სინანული - ეს უბრალოდ „ცუდი განწყობა“ არ არის. ეს არის მძიმე ემოციური შხამი, რომელიც წლობით ილექება ჩვენს ქვეცნობიერში და ჩვენივე ცხოვრებას წამლავს. თუ გჯერათ პოპულარული მითის, რომ თითქოს „დრო ყველაფრის მკურნალია“, უბრალოდ, ცდებით. დრო მხოლოდ ალპობს იმას, რასაც გონებაში კეტავთ.
სუფთა გონება საჩუქარი არ არის — ის რკინისებური ყოველდღიური დისციპლინის შედეგია“,- წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა ხდება ღალატის შემდეგ ურთიერთობაში თუ პარტნიორმა პატიება გადაწყვიტა - რა გზას გადის წყვილი ?