
„ცვალებადი და კონფლიქტური სიტუაციაა. სამყაროში დიდი ენერგიებია. წინა კვირისგან განსხვავებით ეს კვირა ხილულად აჩენს ფაქტორებს, რის გამო შეიძლება იყოს ადამიანი დაძაბული“, - აღნიშნულის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა:
ცეცხლის ნიშნები
ვერძი
მნიშვნელოვანი პერიოდია. კონფლიქტურობა იზრდება. მოჭარბებული ძილიანობა და ენერგიები გაქვთ. მოდუნების მდგომარეობაში გადასვლის სურვილი გაქვთ, ხდებით დეპრესიულები თუმცა აქედან გამოსვლა მარტივია. ახალ ნაბიჯებს ერიდეთ.
ლომი
მატულობს გრანდიოზული ენერგიებს ჯახი. გჭირდებათ ბალანსი. კარგი მოვლენები შესაძლოა იმდენად ბევრი იყოს უკმაყოფილება გაგიჩნდეთ. პატარა დეტალები სიკეთის მომტანია. ურთიერთობების კუთხით არის დაძაბულობა, პარტნიორული, სექსუალური და სასიყვარულო კუთხით.
მშვილდოსანი
ამ კვირის ენერგიები თქვენზე შედარებით დადებითად მოქმედებს. შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯები. შეფერხებები არსად არ გაქვთ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რეკომენდაციები. არ უნდა გადაიღალოთ, არ იყოთ აზარტულები.
მიწის ნიშნები
კურო
ცოტათი დაძაბული პერიოდი გაქვთ. ენერგიები თქვენზე სიმძიმით მუშაობს. მოქმედებების გაკეთება გიჭირთ, თუმცა ეს საშიში არ არის გაივლის.
თხის რქა და ქალწული
არ მოქმედებს ენერგიები თხის რქასა და ქალწულებზე. გეძლევათ შესაძლებლობა კეთილდღეობა გამოავლინოთ და ბევრად წარმატებულები გახდეთ.
ჰაერის ნიშნები
მერწყული
დაპირისპირების ალბათობა დიდია ცეცხლის ნიშნებთან, ამიტომ მიმიხედეთ ირგვლივ, რომ არ მოხდეს ემოციური შეჯახება და არაკორექტული შეფასებები. ერიდეთ წყენებს.
ტყუპები
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ასევე გადაადგილებასთან იყავით ფრთხილად. არ დაგავიწყდეთ და დაგრჩეთ მნიშვნელოვანი ნივთები.
სასწორი
ყურადღება გჭირდებათ. დიდი ალბათობაა პროვოკაციების. თქვენ სიტყვებს დაუკვირდით აუცილებლად.
წყლის ნიშნები
თევზები
ტავისუფლად და ნაკლები დაძაბულობით მოძრაობთ. თამამად შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას. უფრო მარტივი პერიოდია თქვენთვის.
კირჩხიბი
ემოციური დაძაბულობა განსაკუთრებით მოქმედებს თქვენზე. მთავარია მოერიდოთ ემოციების ფრქვევას. საჭიროა მაღალი მოთმინების უნარი.
მორიელი
წყნარდებით. ახალ შემოთავაზებებს იღებთ. მოულოდნელი სიხარულის კვირა გაქვთ, ოჯახსა თუ პარტნიორულ ურთიერთობებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გავაუქმოთ საგზაო საურავი და ჯარიმები? - თამარ კერძაიას რჩევები