Digest Logo

„შესაძლოა ხელი შეუწყოს მეწყრული პროცესების გააქტიურებას...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

12 მაისი 6:14
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში ამინდის არასტაბილურობის მორიგი ნიშნები ბრუნდება, რაც ბევრ რეგიონში ელჭექის, სეტყვისა და წვიმის გახშირებას გამოიწვევს.

მომდევნო 4 დღის განმავლობაში საქართველოში კვლავ ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელებაა მოსალოდნელი, ტემპერატურა ყველგან დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს, ლოკალურად შესაძლებელია ზოგან ძლიერი ნალექიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მეწყრული პროცესების გააქტიურებას.

განსაკუთრებით საყურადღებოა მთიანი ტერიტორიები და კახეთის მხარე, სადაც ყველაზე მაღალი ალბათობაა ძლიერი წვიმისა და სეტყვის“, - წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გავაუქმოთ საგზაო საურავი და ჯარიმები? - თამარ კერძაიას რჩევები

⭕„შესაძლოა მიიღოთ გადაწყვეტილება მეწყვილესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე...“ - რა გავლენას მოახდენს სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე? ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

🎥 მეგაშოუს „მიმღერე“ მეხუთე სეზონი 13 მაისიდან დაიწყება