Digest Logo

„ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას...“ - 3 აგვისტოს ენერგეტიკული პროგნოზი თამუნა იოსელიანისგან

1785744497
თამუნა იოსელიანი

3 აგვისტოს ენერგეტიკული პროგნოზი - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:

„მთვარე ვერძის ნიშანშია. დღის პირველ ნახევარში გრძელდება მე-20 მთვარის დღე, ხოლო 23:09-დან იწყება მე-21 მთვარის დღე. ეს დღე გვავსებს მოძრაობის, სიმამაცისა და შინაგანი გაღვიძების ენერგიით.

🌟 ვერძში მყოფი მთვარე გვიბიძგებს გადავდგათ ის პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც აქამდე ვერ ვბედავდით. თუმცა, დღეს ნამდვილი გამარჯვება სხვებთან ბრძოლაში კი არა, საკუთარ შიშებზე, ეჭვებსა და შეზღუდვებზე გამარჯვებაშია.

💪 🦅 მე-20 მთვარის დღე გვაძლევს შესაძლებლობას, მოვლენებს ზემოდან შევხედოთ, უკეთ გავაცნობიეროთ ჩვენი ნამდვილი მიზნები და მშვიდად გავუშვათ ყველაფერი, რაც უკვე აღარ ემსახურება ჩვენს განვითარებას.

ეს შესანიშნავი დროა:

✨ მედიტაციისთვის;

🙏 ლოცვისთვის;

🧘 სულიერი პრაქტიკებისთვის;

🪷 განზრახვებზე მუშაობისთვის;

💛 მადლიერების გამოსახატავად;

🪶 ლურსმნებიან დაფაზე დგომის პრაქტიკისთვის.

🌟 23:09-დან იწყება მე-21 მთვარის დღე, რომელიც აძლიერებს ერთიანობის, კეთილშობილებისა და ურთიერთდახმარების ენერგიას.

დღე ხელს უწყობს:

🤝 თანამოაზრეებთან გაერთიანებას;

📚 ცოდნის გაზიარებას;

💫 სხვების შთაგონებას საკუთარი მაგალითით;

🛤️ საკუთარი ცხოვრებისეული გზის გაბედულად გაგრძელებას.

✨ დღის რჩევები

🌿 ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას და ნუ შეგეშინდებათ მოქმედების;

🔥 თქვენი ენერგია შექმნასა და განვითარებას მოახმარეთ და არა კამათს;

🙏 დაუთმეთ დრო სულიერ პრაქტიკებს და შინაგანი ძალის გაძლიერებას;

💖 გულუხვი იყავით კეთილი სიტყვებით, მხარდაჭერითა და სიყვარულით“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო შეხვედრები - როგორი იქნება 3-9 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕ „ზედმეტი თუ მუდმივი სერიოზულობა არ არის განსაკუთრებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕ „თუ ენერგია არასწორი მიმართულებით იქნება გამოყენებული, ის შეიძლება დამანგრეველი გახდეს...“ - 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი