ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მომდევნო დღეების ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
🔥 ეს არის მარსის მხარე, „Vivere militare“! ⚔️ ლათ: „ცხოვრება ბრძოლაა“ ხვალიდან, 9 აპრილიდან - ენერგეტიკული ტემპერატურა პიკს აღწევს!
პლანეტა მარსი თავის „სახლში“, ვერძის ნიშანში ბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ სამყარო უფრო აქტიურ ფაზაში გადადის.
🌪️ რა იცვლება ჩვენში? მარსი ვერძში - ეს არის უშრეტი ენერგია, სიმამაცე და იმპულსი. აქ ბრძოლა მხოლოდ კონფლიქტი არაა. ბრძოლაა ყოველი ამოსუნთქვა, ვნებიანი ტანგო ან თუნდაც ბიზნესში გადადგმული რისკიანი ნაბიჯი!
📍 ყურადღება! 17 აპრილის ახალმთვარეობაზე ვერძის ნიშანში ნამდვილი „ენერგეტიკული კოქტეილი“ მზადდება: მზე, მთვარე, მერკური, მარსი, სატურნი, ნეპტუნი და ქირონი ერთ სივრცეში იყრიან თავს.
❓ რას ველოდოთ?
✅ პლიუსები: სტაგნაცია სრულდება! გაჭიანურებული საქმეები დაიძვრება. გონივრული რისკი ახლა გამართლებულია, მოტივაცია კი - გადამდები.
⚠️ რისკები: მატულობს სულსწრაფობა, იმპულსურობა და სიხისტე. დიპლომატია ახლა ჩვენი სუსტი წერტილია.
✋ განსაკუთრებული გაფრთხილება: სატურნისა და მარსის კავშირი სამხედრო დისციპლინასა და ტრანსფორმაციას მოითხოვს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ვერძებსა და სასწორებს (მათ ვისაც პირადი პლანეტები ან კარდინალური ჯვარი 5-10 გრადუსამდე აქვთ).
შენთვის ეს გეზის სრული ცვლისა და გამოღვიძების დროა!
🔥 იმოქმედე! ახლა უმოქმედობა ისეთივე შეცდომაა, როგორიც ქმედებაში გადამეტება.
⚖️ იყავი ფრთხილად გზებზე და მჭრელ საგნებთან. მომდევნო ერთი კვირა მოერიდე იარაღთან შეხებას“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იუდას ღალატის დღე – ქრისტიანული სამყაროსთვის მძიმე სიმბოლური თარიღი
⭕ ასტროლოგიური მანიკიური აპრილისთვის - თაკო მელიქიშვილის რეკომენდაციები