ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში, 30 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
♈ ვერძი
გჭირდებათ სიმშვიდე, რათა ემოციურ განცდებს არ აჰყვეთ. არ დაიზიანოთ საკუთარი ენერგია და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
♉ კურო
შესძლოა დაგჭირდეთ მეტი ცვლილებები და მცდელობები, ვიდრე აქამდე გჭირდებოდათ. თუმცა იმ გეგმებსა და მიზნებს, რომლებიც დღეს გაქვთ აუცილებლად მიაღწევთ.
♊ ტყუპები
ენერგია ზრდადია და შინაგანად აბალანსებს. გარემო თქვენზე ნეგატიურ განცდებს ვერ ახდენს. ის, რაც თქვენთვის პრიორიტეტულია დღევანდელ დღეს შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯები.
♋ კირჩხიბი
თქვენი ენერგია დადებითია, რაც გაძლევთ საშუალებას ყველაფერი ცუდი და ნეგატიური, რაც დაგიგროვდათ გარეთ გამოუშვათ. განთავისუფლდით და წარსულში დატოვეთ უსიამოვნო შეგრძნებები. გაშორდით ყველაფერს, რაც თქვენთვის დისკომფორტის მომტანია.
♌ ლომი
დღეს თქვენი ენერგია და ემოციები დახმარებას ითხოვს. წარსული თქვენზე საგრძნობლად მოქმედებს, ამიტომ უნდა გათავისუფლდეთ. დაემშვიდობეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს განწყობასა და ენერგიაზე ბოროტად მოქმედებს. ასევე საქმიანობას, რომელიც ხელს გიშლით.
♍ ქალწული
შორ გზაზე გადაადგილებისგან და დასვენებისგან დღეს თავი შეიკავეთ. ეცადეთ მომავალში გადადოთ და საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩააგდოთ.
♎ სასწორი
დღეს ენერგიას აბალანსებთ და შეძლებთ, ყველაფრის მიღწევას, რაც დაგეგმილი გაქვთ. ბალანსი წარმატება და კეთილდღეობა თქვენს ირგვლივ არის. ეცადეთ დღის მდგომარეობა და ენერგია სწორად გამოიყენოთ.
♏ მორიელი
დღევანდელი დღე კარგად მოქმედებს თქვენზე, თუმცა შეიკავეთ თავი გადაადგილებისგან. ასევე შეიკავეთ თავი პროცედურებისგან და სამედიცინო ჩარევისგან, რადგან შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს.
♐ მშვილდოსანი
ეცადეთ ინფორმაციულ ომში არ შეხვიდეთ. ნუ ცდილობთ დაამტკიცოთ ის, რისი გაგებაც არ უნდათ. თქვენი ენერგია და ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს და ნუ შეეცდებით სხვა ადამიანებისთვის აზრის ცვლილებას.
♑ თხის რქა
დღის დასაწყისში ეცადეთ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეცადეთ შეიკავოთ თავი ისეთი ურთიერთობებისგან რომლებიც გაღიზიანებენ და წყობიდან გამოჰყავხართ. შეიძლება ამან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გათქმევინოს უარი.
♒ მერწყული
წარმატებული დღე გელოდებათ ფინანსების კუთხით, ასევე კარიერის. შესაძლოა ახალი შემოთავაზებები, ურთიერთობები მოიპოვოთ დღეს და შესაძლოა ისეთ განცდებს ჩაუყაროთ საფუძველი, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ. შეეცადეთ, რომ დღეს მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდეთ.
♓ თევზები
დღევანდელი დღე ფინანსების კუთხით თქვენზე კარგად მოქმედებს. ასე, რომ თუ სურვილი გაქვთ ვალების, ვალდებულებების ან პრობლემების გადაჭრის დღეს შეგიძლიათ თქვენი ყურადღება დახარჯოთ. შედეგი აუცილებლად გექნებათ მომავალში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლევან ვასაძის ქალიშვილს რჩეულმა ხელი სთხოვა - ვინ არის თათა ვასაძეს მეორე ნახევარი?
⭕ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - „საოცარი გოგოები“