Digest Logo

„ენერგიის მოზღვავება და პარტნიორული გამოცდები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის

1790940257
ვერძი ვერძი

ოქტომბერი ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის დინამიკური ენერგიებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დატვირთული თვე იქნება. მმართველი პლანეტის, მარსის აქტიურობა ვერძებს ძალასა და თავდაჯერებულობას უბრუნებს, თუმცა პარალელურად დღის წესრიგში აყენებს პარტნიორული ურთიერთობებისა და ფინანსური ვალდებულებების გადახედვის აუცილებლობას. ასტროლოგები ამ ნიშნით დაბადებულებს ურჩევენ, თავი შეიკავონ იმპულსური კონფლიქტებისგან, სწორად გადაანაწილონ ენერგია და ყურადღება მიაქციონ წარსულში დატოვებულ დაუსრულებელ საქმეებს.

☀♈️ ორ ოქტომბერს თქვენი ორი მმართველი - პლუტონი და მარსი - ერთმანეთთან დაძაბულ ასპექტს ქმნის და ორივე ერთად მერკურისთან - ფრთხილად იყავით მგზავრობისას, საბუთების გაფორმებისას, განსაკუთრებით, თუ ფულს ეხება. აგრეთვე არ გირჩევთ ფულის, აზარტის ან გართობის გამო პარტნიორთან უსიამოვნებას. გაფრთხილდით, რომ პარტნიორის ფული არ გაფლანგოთ რაღაც პროექტზე, მეგობრებზე, დროს ტარებაზე.

☀♈️ 3 ოქტომბერს მარსისა და პლუტონის დაძაბული ასპექტი გველოდება - ფეთქებადსაშიში და აგრესიული დღეა. ფრთხილად იყავით საჭესთან, შემოქმედებითი საქმიანობისას, თუ იყენებთ ინსტრუმენტებს ან აალებად ნივთიერებებს. საყვარელი ადამიანის გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეგობრებთან. შვილებთან დაკავშირებული საკითხები გააზრებულად მოაგვარეთ.

☀♈️ სამ ოქტომბერსვე ვენერა რეტროგრადული ხდება მორიელში (14 ნოემბრამდე) - უნდა განაახლოთ მემკვიდრეობასთან, გადასახადებთან, სესხთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. პარტნიორთან შეთანხმებულად შეადგინეთ ბიუჯეტი. თუ ინვესტირებას აპირებთ, ყველა დეტალი კარგად შეისწავლეთ. შეიძლება ვნებამ ახალი ძალით იფეთქოს ყოფილთან. შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოთ ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთი.

☀♈️ ოთხ ოქტომბერს მზისა და სატურნის ოპოზიცია გველოდება - შეიძლება პარტნიორის გამო შეზღუდულად იგრძნოთ თავი. ან მოგეჩვენოთ, რომ ზედმეტად ბევრი საქმე დაგაწვათ მხრებზე. ზოგიერთ ადამიანთან გაცივდება ურთიერთობა ან თავად შეაზღუდავთ კომუნიკაციას.

☀♈️ ათ ოქტომბერს, 19:49-ზე, ახალმთვარეობა გველოდება სასწორის მეთვრამეტე გრადუსში - განახლდება ურთიერთობა პარტნიორებთან, მიიღებთ ახალ შემოთავაზებას. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც დაიწყებთ საქმეს ან ფლირტს.

☀♈️ 11 ოქტომბერს ვენერა კონფლიქტშია მარსთან - მოერიდეთ კონფლიქტს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. არ იკამათოთ პარტნიორთან, საყვარელ ადამიანთან, შვილებთან ფულის გამო. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ენერგიასა და ფინანსებს უმიზნოდ ფლანგავთ.

☀♈️ 16 ოქტომბერს მარსისა და სატურნის მეგობრული ასპექტი გველოდება - მარსი თქვენი მმართველია, სატურნი კი თქვენს ნიშანშია და მათი კავშირი დაგეხმარებათ, დაალაგოთ და გაასერიოზულოთ თქვენი პირადი ცხოვრება; გამოავლინოთ მეტი სერიოზულობა შვილების, ჰობის, გართობის მიმართ.

☀♈️ 16 ოქტომბერსვე პლუტონი გამოდის რეტროგრადული სვლიდან - განახლდება მუშაობა პროექტზე, შეიძლება დაბრუნდეთ ძველ ჯგუფში, კოლექტივში. ტრანსფორმაცია გელოდებათ სოციუმში, სოციალურ ქელებში.

☀♈️ 23 ოქტომბერს, 13:43-ზე, მზე გადადის მორიელის ზოდიაქოში - დაკვირვებული უნდა იყოთ მემკვიდრეობის, სესხების, გადასახადებისა და დავალიანების მიმართ. ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური დოკუმენტების, საბანკო საკითხებისადმი.

☀♈️ 24 ოქტომბერს მზე ვენერას შეერთება გველოდება მორიელში - შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, საჩუქარი ან ფული მანდილოსნისგან. ზოგიერთმა შეიძლება განაახლოთ პაემნები ყოფილთან. ზოგმა კი შეიძლება შეიძინოთ ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთი, თუნდაც მეორეული (ოჯახიდან გამოტანილი ანტიკვარიატი, ოქროული).

☀♈️ 24 ოქტომბერსვე მერკური რეტროგრადული ხდება მორიელში - საბუთები და განსაკუთრებით ფინანსური, მეტ ყურადღებას და გადახედვას მოითხოვს. გადარიცხვების დროს იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. შეიძლება გამოცვალოთ საბანკო ბარათი.

☀♈️ 25 ოქტომბერს რეტროგრადული ვენერა ტოვებს მორიელის ნიშანს და უკუსვლით სასწორში ბრუნდება - უნდა მოინდომოთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან; დაბრუნდით წარსულში, გაიხსენეთ ის დრო, როცა იყავით ახალდაწყვილებულები, მოუწყვეთ რომანტიკული პაემნები, საჩუქრები და სიურპრიზები. ეცადეთ, იყოთ ჰარმონიული და დიპლომატიური კლიენტებთან, დამკვეთებთან.

☀♈️ 26 ოქტომბერს, 08:11-ზე, სავსემთვარეობა გველოდება კუროს მესამე გრადუსში - უნდა გაირკვეს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება მოითხოვოთ მეტის გადახდა, შეიძლება შეჩერდეს დაფინანსება. ზოგიერთი დაასრულებთ სესხის, ვალის გადახდას. განსაკუთრებით, თუ გაზაფხულზე გქონდათ აღებული.

☀♈️ 30 ოქტომბერს მარსი აგრესიულ ასპექტშია მერკურისთან - ფული შეიძლება მოგიტანოთ შემოქმედებითი იდეის განხორციელებამ. შეიძლება დაიწყოთ თქვენი ნამუშევრების გაყიდვა. ზოგიერთმა შეიძლება სესხი აიღოთ შვილების გამო ან დღესასწაულის მოსაწყობად. ზოგმა კი გახსნათ ანაბარი ბავშვის სახელზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დღეს, 2 ოქტომბერს უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

⭕ „ეგოისტურია ეს თუ არა, როგორც გინდათ, ისე უწოდეთ...“ - ჯენიფერ ენისტონმა განმარტა, თუ რატომ არ ისურვა არასოდეს ბავშვის აყვანა

⭕ ნიკა ეგაძემ, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა თრიალეთის თასზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

✕