57 წლის მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა გულწრფელად ისაუბრა დედობის აუხდენელ სურვილზე და განმარტა, რატომ არ განიხილავდა შვილად აყვანას, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძოდა.
მსახიობმა პირად გამოცდილებაზე პოდკასტში Armchair Expert ისაუბრა. მისი თქმით, დროთა განმავლობაში იმ რეალობას შეეგუა, რომ ბიოლოგიური შვილის გაჩენა ვერ შეძლო და დღეს ეს საკითხი ისეთივე მტკივნეული აღარ არის, როგორც ადრე.
ენისტონის თქმით, ხშირად უწევდა მოსმენა რჩევის, რომ შეეძლო ბავშვი ეშვილა, თუმცა თავად ყოველთვის ბიოლოგიური დედობა სურდა.
„როდესაც ადამიანები მეუბნებიან: რატომ არ იშვილებ ბავშვსო? ვპასუხობ, რომ არ მინდა შვილის აყვანა. მე ყოველთვის მინდოდა, რომ პატარა ადამიანს ჩემი დნმ ჰქონოდა. ეს ჩემთვის ერთადერთი გზა იყო. ეგოისტურია ეს თუ არა, როგორც გინდათ, ისე უწოდეთ, მაგრამ ყოველთვის სწორედ ეს მსურდა“, - განაცხადა ენისტონმა.
მსახიობის თქმით, ზოგჯერ მაინც უფიქრია იმაზე, როგორი იქნებოდნენ მისი შვილები, თუმცა ეს ფიქრები დიდხანს არ გრძელდება.
ახლა ენისტონი ცდილობს, მშვიდად მიიღოს ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს და აღარ დახარჯოს ენერგია იმაზე, რისი შეცვლაც მის ძალებს აღემატება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთა წარმომადგენლები ოქტომბერს პოზიტიურ ნოტაზე დაიწყებენ