Digest Logo

🎥 „ეპოქალური ცვლილებები რაც ახლა ხდება, მომდევნო 15-წლიან ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას “ - 2025 წლის ზაფხულის ასტროპროგნოზი ხატია ბედოშვილისგან

1749818483
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც 2025 წლის ზაფხულის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს:

ზოგადი მიმოხილვა

„ამ ზაფხულს გვაქვს მნიშვნელოვანი ინგრესიები. დავარქმევდი ეპოქალურ ინგრესიებს, რომელიც ჩვენს ცნობიერებაზე და ზოგადად 15-წლიან ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გავიაროთ როგორც ზოგადი ტენდენციები, ასევე ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზი.

2025 წლის ზაფხული არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭიროა ვიცოდეთ რა ტენდენციები და აქცენტები უნდა გავაკეთოთ.

ურანი იცვლის ზოდიაქოს და გადადის ტყუპების ზოდიაქოში. ამ წელს მოგვეთხოვება სულიერი განვითარება, თუმცა 2025 წელი ეგზისტენციალური და სულიერი თვალსაზრისით ძალიან რთული არის.

ამ ზაფხულიდან შედარებით შემსუბუქდება ტენდენციები, რომელიც პირველ ნახევარში გავიარეთ.

ეპოქალური ცვლილებები გულისხმობს წინა მოვლენების გადახედვას. თითოეული ქვეყნის და ადამიანის ცხოვრებაში იქნება სულიერი და ფსიქოლოგიური გამოცდების წელი. ამ გამოცდებს თუ კარგად ჩავაბარებთ, მომდევნო 10 წელიც ასე გაგრძელდება.

ასევე მერწყულის ეპოქის შემოსვლა არის 2025 წელი და გარდამტეხია, რადგან ვართ ორი ეპოქის გზაგასაყარზე. ზუსტად აქედან გამომდინარე არის რთული წელი რადგან ითხოვს სულიერებას. მნიშვნელოვანია სულიერი განვითარება.

ეს პერიოდი შესაძლოა იყოს ერთგვარი სირთულეები მატარებელი და დამაბნეველი. ჩემი რჩევა იქნება მოაგვაროთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობები და ზოგადად წყენები. გადაიხედება მეგობრობა და მეგობრებთან ურთიერთობები. გადავა სხვა ეტაპზე. შესაძლოა ჩამოინგრეს ან აღდგეს ბევრი ურთიერთობა. წარმოდგენები ურთიერთობებზე შეიცვლება.

იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში ჰარმონიულად იქნება გადასული ივლისიდან, თუმცა იქამდე გრძელდება სოციალური კრიზისი. ზოგადად სამყაროში ბევრი რამე იცვლება ამ თვის ბოლომდე. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორ გავივლით ჩვენ გზას. ამ წელს მიეცემა ყველა ადამიანს საშუალება იყოს სიყვარულის გარემოში, რომელშიც გამოიცდება“, - აღნიშნა ხატია ბედოშვილმა.

ასტროლოგმა ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:

♈ ვერძი

ასტროლოგიური თვალსაზრისით ვერძებს ივლისიდან კარგი პერიოდი ეწყებათ. შესაძლოა დაიწყოთ ახალი სამსახური ან ახალი ბიზნესი. იქნება კარგი ფინანსების და წარმატების მომტანი. არ შეხვიდეთ ოჯახის წევრებთან კონფლიქტში და გამოასწორეთ წყენები. უნდა შეცვალოთ რაღაცები რაც არ მოგწონთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ძვალსახსროვან სისტემას. ასევე ჰორმონალური და ალერგიული ფონის ალბათობაა. შესაძლოა მოგიწიოთ გადაადგილებები.

♉ კურო

ფინანსური თვალსაზრისით კრიზისი გელით, თუმცა მოგიწევთ ახლებური თვალსაზრისით იმოქმედოთ და მოიზიდოთ ფინანსები. დიდად ცვლილებები არ გიყვართ, თუმცა ამ შემთხვევაში მოგიწევთ. ბევრი ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ, რითაც შეგიძლიათ თანხები გამოიმუშაოთ. ოჯახის წევრებთან და შვილებთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადით. გევალებათ გასცეთ უპირობო სიყვარული.

♊ ტყუპები

ურანი გადადის ტყუპების ზოდიაქოში და შესაბამისად ფავორიტი ნიშნები არიან. ქაოსური ზაფხული გელით თუმცა არა ნეგატიურ კონტექსტში. როგორც კარიერულ ისე ოჯახურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელით. გაქვთ შანსი შეიძინოთ ახალი ახლობლები და მათგან მიიღოთ ინფორმაცია. ასევე მოგიწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან მოგზაურობა. პროფესიულ კონტექსტში უნდა შეიტანოთ ინოვაცია.

♋ კირჩხიბი

კირჩხიბიც ფავორიტი ნიშანია ამ ზაფხულს შესაბამისად თქვენთან მოვა ახალი ცოდნები და გააზრებები. ასევე შესაძლოა აღმოაჩინოთ ახალი ნიჭი. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს და ოჯახს. შესაძლოა მოგიწიოთ ახლებური გზებით ფინანსების გამომუშავება. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი სარგებელს მოგიტანთ. ხარჯები შედარებით ბევრია, თუმცა არ არის კატასტროფული.

♌ ლომი

არის სიახლეები მეგობრებთან და ახალ სოციუმთან დაკავშირებით. ეს ზაფხული არის პროდუქტიული. რაც ააშენეთ და დააგროვეთ, რისთვისაც იწვალეთ ეს ყველაფერი მოიტანს საკმაოდ დიდ წარმატებას. იცვლება ღირებულებათა სისტემა პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში. ყველაფერი რაც ამ ზაფხულს მოხდება არის შინაგანი გამოძახილი. მნიშვნელოვანია საკუთარ თავში შეცვალოთ შეხედულებები.

♍ ქალწული

საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი იწყება. შესაძლოა გრძნობდეთ თვის ბოლომდე ენერგეტიკულ გამოფიტვას, თუმცა მალევე აღიდგენთ ენერგიებს. ეცადეთ დაისვენოთ და ნუ აიძულებთ საკუთარ თავს იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ. მოვა პოტენციალი და სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა შემოუშვათ. პარტნიორულ ურთიერთობებში არის მთავარი გამოწვევა და სამყარო თქვენგან ითხოვს სიყვარულის გაცემას.

♎ სასწორი

სასწორები, რომლებიც სექტემბერში არიან დაბადებულები ეს ზაფხული შედარებით რთული იქნება. განსაკუთრებით 23-24 სექტემბერს ვინც არის დაბადებული. პარტნიორულ ურთიერთობებში არის სიახლეები და მათთან ადაპტაციასთან. მნიშვნელოვანია ამ ზაფხულს პარტნიორულ ურთიერთობებში იყოთ მობილიზებულები და არ დაუშვათ შეცდომა. ასევე მეგობრებთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. შესაძლოა იყოს რაღაც დონეზე კრიზისული.

♏ მორიელი

ჰარმონიული პერიოდი არის ამ ზაფხულს, როგორც მოგზაურობებისთვის, ასევე ახალი ცხოვრების სტილისთვის. ბევრ ახალ ცოდნას მიიღებთ. ასევე ის პრობლემები, რომლებიც შვილებთან და მშობლებთან დაკავშირებით იყო გამძაფრდება. შესაბამისად ეცადეთ წახვიდეთ დათმობებზე. ასევე მორიელებს, რომლებსაც არ ჰყავთ პარტნიორი ან შვილები, დაიწყება ახალი სასიყვარულო პერიოდი და იქნება სიახლეები ამ კუთხით.

♐ მშვილდოსანი

პარტნიორული ურთიერთობები არის გამოწვევებით აღსავსე. ასევე ნათესავებთან ურთიერთობები. შესაძლოა გააგრძელოთ რაღაცის სწავლა, რაც აქამდე შეჩერებული გქონდათ. სამყარო გატესტავს თქვენ ძალისხმევას. ასევე შესაძლოა შემოვიდეს ახალი სტანდარტები, რომლებთან შეგუებაც მოგიწევთ.

♑ თხის რქა

ბევრ თხის რქას მოუწევს სახლის, ქალაქის ან ქვეყნის შეცვლა. მოგეთხოვებათ ნათესავებთან დაალაგოთ ურთიერთობები. მნიშვნელოვანია ახლობელ ადამიანებს წყენა აპატიოთ, რადგან ეს არის კარმული და დაგიბრუნდებათ ისევ. კარგი იქნება საოჯახო ბიზნესის წამოწყება.

♒ მერწყული

ბევრი ცვლილება და სიახლე გელოდებათ. ასევე გაქვთ შანსები მოძებნოთ შესაბამისი საქმიანობა, რომლითაც თქვენ ჰობს შემოსავლის წყაროდ აქცევთ. სასიყვარულო ურთიერთობები თქვენთან შედარებით აქცენტირებულია. მნიშვნელოვანია არ წახვიდეთ ფინანსურ რისკებზე, თუმცა მატერიალურად არ არის ცუდი პერიოდი. ჰარმონიული პერიოდია სამსახურებრივადაც. 

♓ თევზები

სამყარო ახლებური გზით ფინანსების გამომუშავებას გთხოვთ. შეგიძლიათ თქვენ მეუღლეებთან ერთად დაიწყოთ ოჯახური ბიზნესი. ივნისის თვე ფინანსურად ცოტათი დაძაბულია და თვის ბოლოდან გაქრება. მოიმატებს ივლისიდან ფინანსები და სასიყვარულო ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. ოჯახური ურთიერთობებიც გადავა ჰარმონიულ ეტაპზე და გახდება ბევრად მყარი. არ არის გამორიცხული შეიძინოთ სახლი ან რაიმე უძრავი ქონება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი საცურაო კოსტიუმები არის მოდაში 2025 წელს?

⭕„ცეცხლი ქალი...“ - მანუ მურღულია პიკანტურ კადრებს აქვეყნებს

⭕ „გარეგანი რჯულისმიერი ღვაწლი ადამიანს არ გადაარჩენს...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე