Digest Logo

„ერიდეთ კამათს ახლობლებთან, უმჯობესია, იმუშაოთ მარტო ასე უკეთესი შედეგი გექნებათ“ - 29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1753735851
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 29 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს: 

„მთვარის დღე — 5 / 6

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე ქალწულსა და სასწორში

ვერძი

საქმეებს შემოქმედებითად მიუდექით — არასტანდარტული მიდგომები დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. კომუნიკაციაში აჩვენეთ ინტერესი, გააკეთეთ საინტერესო შეთავაზებები. საღამოს ემოციური დაძაბულობა ვარჯიშით მოიხსენით.

კურო

დატვირთული დღეა. რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა მოგიწევთ.  მოსალოდნელია გეგმების შეცვლა ან სხვისი საქმის შესრულება. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

ტყუპები

შეიკავეთ ემოციები და თავიდან აიცილეთ კამათები. შეიძლება მიიღოთ კრიტიკა როგორც ახლობლებისგან, ისე კოლეგებისგან.  დაისვენეთ და ენერგია აღიდგინეთ.

კირჩხიბი

წარმატებული დღეა, თუმცა მცირე პრობლემებმა შეიძლება ნერვიულობა გამოიწვიოს. კარგი დროა რაღაც ახალი სცადოთ და საჭირო გამოცდილება მიიღოთ.  ნუ იჩქარებთ — ყველა ცვლილება კარგად უნდა განიხილოთ.

ლომი

წარმატებას მიაღწევთ, თუ გადამწყვეტად და თავდაჯერებით იმოქმედებთ. არ გადადოთ რთული საქმეები — იმოქმედეთ. დღეს შეგიძლიათ გაიცნოთ თანამოაზრეები ან ვინმე განსაკუთრებული.

ქალწული

ემოციურად რთული დღეა. მოგიწევთ სხვადასხვა ადამიანის ხასიათზე მორგება. ერიდეთ კამათს ახლობლებთან.
უმჯობესია იმუშაოთ მარტო — ასე უკეთესი შედეგი გექნებათ.

სასწორი

დღეს ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერია — მიენდე მას გადაწყვეტილებების მიღებისას. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და სასიამოვნო დიალოგები. ახალი ნაცნობები შეგძენენ შთაგონებას. გაუზიარეთ თქვენი გეგმები სხვებსაც.

მორიელი

თქვენი მეტყველება დღეს დამაჯერებელია — ადვილად დაითანხმებთ ადამიანებს. არ დანებდეთ, თუ პირველად არ გამოგივათ — მონდომება დაგაჯილდოებთ. შეიძლება, გაიგოთ ვინმეს საიდუმლო ახლობელი ადამიანიდან.

მშვილდოსანი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები — ახალი პროექტებისთვის ადგილი გაათავისუფლეთ. აქტიური და საქმიანი დღეა, დასვენებისთვის დრო არ დაგრჩებათ. ფრთხილად იყავით უცნობებთან, ნუ გაამხელთ პირად ინფორმაციას.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ საქმეებს. იღბალი თქვენს მხარესაა — ბევრი რამ მარტივად გადაწყდება. გარშემომყოფები დაგეხმარებიან, თუ თხოვნით მიმართავთ. საღამოს სასიამოვნო სიახლე ან სიურპრიზი გელით.

მერწყული

ნუ იჩქარებთ — სიჩქარემ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. იმუშავეთ თქვენს ტემპში და მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს. შესანიშნავი დღეა სწავლისა და ახალი უნარების ათვისებისთვის.

თევზები

დროის სწორად განაწილება მნიშვნელოვანია — არ დაკარგოთ ენერგია უმნიშვნელო საქმეებზე. მოსაგვარებელია ბევრი სერიოზული საკითხი — დაფიქრდით მომავლის ნაბიჯებზე. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.

ზოგიერთმა თევზმა შესაძლოა ცვლილება დაგეგმოს მოულოდნელი მიზეზების გამო“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული კენგურუ გახდა - ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული

„ჩემო მზის სხივო, ვინც ანათებ ჩემს სამყაროს, მიყვარხარ უპირობოდ“ - ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუიას ქალიშვილი ერთი წლის გახდა

🎥 თაკო ნაცვლიშვილი საბერძნეთში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - „ბედნიერი დღეები გქონდეს“