Digest Logo

🎥 „ერთ-ერთი ურთულესი კვირაა, რთულდება მოლაპარაკებები, შემცირდება ურთიერთგაგება, ამიტომ აკონტროლეთ ემოცია“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

1733724318
მიხეილ ცაგარელი

ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 9-15 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსალოდნელია ნეგატიური ასპექტების წინ წამოწევა როგორც საქმეში, ისე ჯანმრთელობის კუთხით. 

როგორც მიხეილ ცაგარელი ამბობს, 15 დეკემბერს სავსემთვარეობაა, რაც კონფლიქტებს, ტრავმულ-ავარიულ შემთხვევებს და ადამიანების გაღიზიანებას გამოიწვევს.

„ერთ-ერთი ურთულესი კვირაა. 15-ში გველოდება სავსემთვარეობა, რაც იწვევს კონფლიქტებს, ტრავმულ-ავარიულ შემთხვევებს, გაღიზიანებას. ცდუნებების, შეცდომების ალბათობა მაღალია. ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციაც მაღალია. ამიტომ ეს დღე მშვიდად გაიარეთ, ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე. 

დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რთულდება მოლაპარაკებები, ხელის შეშლის მომენტები იქნება ხელშეკრულებების დადებაზე, შემცირდება ურთიერთგაგება. დაასრულეთ ძველი საქმეები, ახალი, მნიშვნელოვანი საქმე არ დაიწყოთ. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით. 

გვაქვს მარსის და პლუტონის დაპირისპირება და მერკურის დაპირისპირება სატურნთან, რაც ქმნის სხვადასხვა სირთულეებს როგორც საქმეში, ისე ჯანმრთელობის მიმართულებით. 

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოცია, გრანდიოზული, მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

„სამი წლის არ ვიყავი, როცა მამა და დედა ერთმანეთს დაშორდნენ... ესპანეთში ჩამომაკითხა“ - რას ჰყვება ანდრია ფუტკარაძე მამაზე

რა არის გათვალვა და ვისმა ბოროტმა თვალმა შეიძლება, გაარღვიოს თქვენი ენერგეტიკული აურა და ველი, რასაც უძლურება და ავადმყოფობა მოსდევს