ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ლილიტის მშვილდოსნის ნიშანში გადანაცვლების შესახებ წერს. ეს ასტროლოგიური მოვლენა 2025 წლის 20 – 21 დეკემბრის გასაყარზე მოხდება.
„2025 წლის 20 – 21 დეკემბრის გასაყარზე ლილიტი მორიელის ზოდიაქოს ნიშნიდან მშვილდოსნის ნიშანში გადაინაცვლებს, 2026 წლის შუა სექტემბრამდე.
ლილიტი ეს არის მთვარის ორბიტის ფიქტიური წერტილი, რომელიც პიროვნების ჩრდილოვან, დაფარულ მხარეს გამოხატავს. ის უკავშირდება ცდუნებებს, სოციალური ღირებულებებისგან სრულად გათავისუფლებისკენ სწრაფვას, ახასიათებს უკიდურესობების გამოვლენა.
ლილიტი არ წარმოადგენს საფრთხეს და მხოლოდ ის (ფაქტიური პლანეტის გარეშე) არასდროს არის ცხოვრებაში კონკრეტული პრობლემებისა თუ სირთულეებისა მიზეზი.
მშვილდოსნის მმართველი პლანეტაა იუპიტერი, რომელიც ასტროლოგიაში საზღვრების, ფილოსოფიური თვალსაწიერის გაფართოებაზე, განათლებაზე, უცხო კულტურებზე, უცხოეთზე, უცხო ენებზე, რელიგიაზე, კანონთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი. მშვილდოსანი ბუნებით მოძღვარია, გურუა, დიდი მასწავლებელია, ისევე როგორც ყველა სხვა ნიშანს, ამ ფსიქოტიპსაც აქვს მანკიერება, ეს არის გადამეტება მორალში, დემაგოგია, შესაბამისად ლილიტი მშვილდოსანში თავს უყრის კომპლექსურად ზემოთ ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებულ გადამეტებას, მაცდუნებელ ტენდენციებს, ცრუ სწავლებებს, თვითმოტყუებას.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ლილიტს აქვს დადებითი პოტენციალიც, რომელსაც სწორად გამოყენება სჭირდება“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რამ გამოიწვია კვერცხის დეფიციტი და არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი?
⭕„დამეგობრდნენ, თითქმის 4 თვე დაგვჭირდა ამისთვის“ - ქეთი ხატიაშვილი შვილების ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „ეს ნიღაბი თითქოს ჩემი წინაპარია“ - გიორგი გილიგაშვილი პროექტზე „ვინ ვინ არის“