Digest Logo

„ერთდროულად ორი ახალი პროგრამა ირთვება, სერიოზული კარმული მნიშვნელობაც აქვს...“ - 21 ოქტომბრის ახალმთვარეობის დეტალური განხილვა

1760946838
21 ოქტომბრის ახალმთვარეობა

21 ოქტომბერს ცაზე ახალი ციკლი იწყება - ახალმთვარეობა სიმბოლურად გვახსენებს, რომ რაღაცის დასასრულს ყოველთვის მოჰყვება ახალი დასაწყისი.

ეს პერიოდი ენერგეტიკულად საუკეთესო დროა მიზნების დასანახავად, სურვილების ფორმულირებისა და ახალი გზების დასაწყებად. ასტროლოგების თქმით, ახალმთვარეობა გვაძლევს შანსს განვწმინდოთ ძველი ემოციებისგან და ნაბიჯი გადავდგათ იქ, სადაც ჯერ მხოლოდ ოცნებად ვხედავდით.

ახალმთვარეობა თბილისის დროით 16:26 საათზე იქნება.

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში AstroBlog SkyLight წერს და დეტალურ ანალიზს გვთავაზობს:

„21 ოქტომბრის ახალმთვარეობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს ახალი მთვარე ერთგვარად ასრულებს სასწორის ნიშანს, რადგან სასწორის ნიშნის ბოლო გრადუსებზე მიმდინარეობს - იმ პერიოდში, როცა მზე ემზადება მორიელის ნიშანში გადასასვლელად. ღამით, 23 ოქტომბერს, მზე უკვე მორიელში შევა, რის შედეგადაც ენერგეტიკული ფონი მნიშვნელოვნად შეიცვლება. ხოლო მთვარის კალენდრით სწორედ ამ ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყება სასწორის სეზონი.

16:26 სთ-ზე გვაქვს ახალმთვარეობის პიკი, ანუ იწყება მთვარის პირველი დღე და მთვარის უკურსო მდებარეობა, რომელიც დასრულდება 19:42 სთ-ზე მთვარის მორიელში გადასვლით.

ამრიგად, 21 ოქტომბერს ერთდროულად ორი ახალი პროგრამა ირთვება — როგორც სასწორის, ისე მორიელის ენერგიებით.

გარდა ამისა, რადგანაც ახალი მთვარე ბოლო დაბნელებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ ხდება, ის გარკვეულწილად შეაჯამებს დაბნელების შემდგომ პერიოდს და მის შედეგებს.

ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ახალმთვარეობას სერიოზული კარმული მნიშვნელობაც აქვს.

რადგან ის სასწორის ნიშანში მიმდინარეობს, მთავარ თემა ურთიერთობებია. სასწორი ყოველთვის ბალანსისკენაა მიმართული - მე და სხვები.

სასწორი მოგვიწოდებს ვეძებოთ ჰარმონია, დავაბალანსოთ საკუთარი ინტერესები სხვების ინტერესებთან, ვისწავლოთ კომპრომისი.

21 ოქტომბრის ახალმთვარეობა გვიხსნის ახალ ციკლს, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობებთან - ჩვენს პარტნიორებთან, კავშირებთან, როგორც პირად, ისე საქმიან და სულიერ სფეროებში.

მიმდინარე თვე საფუძველს ჩაუყრის ახალ თანამშრომლობას, ბევრ შემოქმედებით და პარტნიორულ პროექტს.

ეს ახალმთვარეობა არის ახალი დასაწყისი ურთიერთთანამშრომლობაში და ენერგიის გაცვლის კუთხით ბალანსის აღსადგენად, თუ რამდენად ვიცავთ მიღებ/გაცემის პრინციპს?

იწყება ახალი ციკლი, რომლის განმავლობაშიც თავიდან უნდა დავეუფლოთ ჰარმონიული ურთიერთობის ხელოვნებას, როგორ საკუთარ თავთან, ისე გარშემო მყოფებთანაც.

დავიწყებთ სოციალური ურთიერთობის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ახალი ხიდების აშენებას.
ჩვენთვის სასიკეთოა ის ფაქტი, რომ ვენერა - სასწორის მმართველი პლანეტა - ამჟამად სწორედ თავის ნიშანში მოძრაობს.

ვენერა ხომ ჰარმონიის, სიყვარულისა და სილამაზის პლანეტაცაა. ამიტომაც, ბევრს გაუჩნდება ესთეტიკის მოთხოვნილება, რომ ყველაფერი იყოს ლამაზი ურთიერთობებში, სახლში და სიტყვებშიც კი.

ეს ახალმთვარეობა გააძლიერებს სურვილს, ყველაფერი დავალაგოთ და ჩვენს ცხოვრებაში მეტი ესთეტიკა შევიტანოთ. მომდევნო მთვარის თვე საუკეთესო დროა იმისთვის, რომ განვაახლოთ საკუთარი იმიჯი, გავალამაზოთ გარემო, შევქმნათ მეტი სითბო და კომფორტი. ეს პერიოდი ხელსაყრელია სილამაზისა და წესრიგის აღსადგენად ჩვენს ცხოვრებაში - იმისათვის, რომ დავამყაროთ შეთანხმებები, პარტნიორული კავშირები და შევასრულოთ ნებისმიერი მოქმედება, სადაც საჭიროა ტაქტი, გემოვნება და ზომიერების გრძნობა.

რადგან სასწორი პარტნიორობის ნიშანია, ეს პერიოდი შესანიშნავია თანამშრომლობისთვის, პარტნიორული პროექტების დასაწყებად, ასევე განსაკუთრებულად ხელსაყრელია შემოქმედებითი ადამიანებისთვის, რომლებიც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ. ახალმთვარეობა სასწორში ვენერას გავლენით შთააგონებს ბევრს და გაუღვიძებს სურვილს შექმნას რაღაც ახალი, ლამაზი და ღირებული. გახსოვდეთ, რომ ამ მთვარის თვეში ყველაზე პერსპექტიული სწორედ ის პროექტები იქნება, რომლებიც ვითარდება პარტნიორობაში, თანამშრომლობაში — და არა მარტოობაში.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მთვარის თვე დაკავშირებულია არა მხოლოდ სასწორის, არამედ მორიელის ენერგიასთანაც. მორიელის მმართველი პლანეტა - პლუტონი - ამ ახალმთვარეობისას აქტიურდება. ის დაძაბულ ასპექტს ქმნის (არც ისე ზუსტი ორბისით) ახალმთვარეობის წერტილთან.

მთავარია გვახსოვდეს, რომ პლუტონი ტრანსფორმაციის პლანეტაა, ხოლო მორიელი ზოდიაქოს მთავარი „განსაწმენდელია“. ამიტომ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ სასწორის თემებში - ურთიერთობებში, პარტნიორობაში, სოციალურ კონტაქტებში - დაიწყება ძლიერი შინაგანი და გარე გარდაქმნა, გარკვეული „წმენდა“- განახლება.

იგივე პროცესი შეიძლება შეეხოს ჩვენს ფიზიკურ სივრცესაც - სახლს, სამუშაო გარემოს, პირად ნივთებს - რადგან სასწორი და ვენერა დაკავშირებულია ესთეტიკასა და კომფორტთან. გააქტიურებული მორიელი და მისი მმართველი პლუტონი და მარსი, რომელიც თავის ,,სახლშია“ 4 ნოემბრამდე, შეგვიწყობენ ხელს, გავთავისუფლდეთ ზედმეტისაგან - იმისგან, რაც გვიზღუდავს, გვამძიმებს ან უკვე ამოწურულია ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში ეს შეეხება ურთიერთობებს.

შესაძლოა, პარტნიორობაში ან თანამშრომლობაში წარმოქმნილმა პროცესებმა განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა მიიღოს. რაც ჯანმრთელია და პერსპექტიული, ამ თვეში ახალ საფეხურზე ავა - შესაძლოა გამოიხატოს შეთანხმების დადებაში, ხელშეკრულების გაფორმებაში ან ახალი მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებაში.

ხოლო ის კავშირები, რომლებმაც უკვე დაკარგეს ენერგია და განვითარების პოტენციალი, შესაძლოა დასრულდეს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ზოგიერთმა ურთიერთობამ ან შეთანხმებამ თავისი ბუნებრივი დასასრული პოვოს.

იმისათვის, რომ გარდაქმნისა და განწმენდის პროცესები ამ მთვარის თვეში დადებითად წარიმართოს, ძალიან მნიშვნელოვანია, თავადვე წამოიწყოთ გასუფთავების პროცესი. ამ პერიოდში ძალიან სასარგებლოა მიიღოთ მეტი ტკბილი ხილი და შეზღუდოთ მძიმე საკვები, თუმცა თუ გრძნობთ მთვარის რიტმებს, ბუნებრივად გექნებათ ხილის მიღების მოთხოვნილება.

ახალმთვარეობის წინა დღეს სასურველია მოაწესრიგოთ თქვენი სივრცე - მოაშოროთ რაც შეიძლება მეტი „ნაგავი“, გაასუფთავოთ ტელეფონები, კომპიუტერები ზედმეტი ინფორმაციისა და იმ კონტაქტებისგან, რომლებიც თქვენთვის უკვე არაფერს ნიშნავს.

და როცა დადგება პირველი მთვარის დღე, რომელიც სურვილების ასრულების ენერგიას აძლევს მიმართულებას - აუცილებლად დაწერეთ თქვენი სურვილების სია, რადგან სწორედ ახალმთვარეობისას, სასწორისა და მორიელის ზღვარზე, ვენერას მფარველობითა და პლუტონის გავლენით, ჩვენს სურვილებსა და განზრახვებს განსაკუთრებული მისტიკური ძალა ენიჭება.

პირველი მთვარის დღე იქნება ნამდვილი შინაგანი ალქიმიის დრო, როცა შეგვიძლია მოვიზიდოთ ახალი და უკეთესი, განვიწმინდოთ სიღრმისეული კარმული პროგრამებისგან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ გაქვს ამბიცია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანსაღი და გაწონასწორებული პიროვნება ხარ, 2 ამბავი მაქვს შენთვის“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

„აუტიზმი შეიძლება ერთზე მეტი მდგომარეობა იყოს...“ - გიორგი ფხაკაძე ახალი, მასშტაბური კვლევის შედეგებზე საუბრობს

🎥 „ლილიანა უკვე კლინიკიდან გამოწერეს და სასტუმროში აგრძელებს რეაბილიტაციას“ - რა კადრებს აქვეყნებს „დანტესი“