Digest Logo

„ეს 3 ნიშანი ფავორიტია“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1698051203
მიხეილ ცაგარელი

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს. 

ვერძი -  საკმაოდ კარგი კვირაა, მაგრამ შაბათამდე მოაგვარეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე უმჯობესია, რადგან შაბათიდან თქვენი ენერგოტონუსი ეცემა.

კურო - ენერგოტონუსი მატულობს, შრომისუნარიანობა უფრო წინა პლანზე წამოიწევს, ასევე არ არის გამორიცხული ამ კვირაში ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. 

ტყუპები - გამოფხიზლდებიან, ურთიერთობა გაუმჯობესდება კოლეგებთან და ასევე, არ არის გამორიცხული ნათესავებიდან მიიღოთ დახმარება. 

კირჩხიბი  - ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია ამ კვირის, შაბათ-კვირა გაიარეთ ფრთხილად, თუმცა შემდეგი თვეც არის თქვენი. გაქვთ დიდი შანსები კონკურსებში მოიგოთ, ლატარიებში. ინტუიცია არის მძლავრი და გამოიყენეთ.

ლომი - ეს 5 დღე გამოიყენეთ მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვაროთ, თქვენი ენერგოტონუსი მატულობს. ამ პერიოდში დაგეხმარებიან ახლობლები, რომლებიც მოგიტანენ წარმატებას.

ქალწული - პერიოდი კარგია მოლაპარაკებისთვის, ასევე გაიცნობთ ახალ ადამიანებს და მათგან მიიღებთ კარგ შეთავაზებას. აქტიურად იმოქმედეთ.

სასწორი - მოაგვარებთ ბევრ ფინანსურ პრობლემას შაბათამდე, დიპლომატია შარმი მატულობს. მაგრამ არ დააბანდოთ ფული.

მორიელი - მთავარი ფავორიტია - ხდებიან აქტიურები, ენერგიულები და ბევრ სერიოზულ საქმეს მოაგვარებენ  28 რიცხვამდე. აქვთ გადაჭარბებული ემოცია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.

მშვილდოსანი - მათ შაბათიდან ეწყებათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით გასტანს 15 ნოემბრამდე. ამიტომ ეს 5 დღე გამოიყენეთ მაქსიმალურად.

თხის რქა - შარმიანი ხდება, ენერგია მატულობს. ეს არის საუკეთესო პერიოდი გახდეს ლიდერი. პერიოდი კარგია ახალი საქმის დასაწყებად.

მერწყული - წარმატებულია, მაგრამ მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ და ოჯახს დაუთმეთ დრო. 

თევზები - ერთ-ერთი წარმატებული ნიშანია თვის, ინტუიცია მატულობს და მათ ვეღარ გადააგდებთ ილუზიებში. თქვენ მხარეს არის სამყარო და კოსმოსი, შაბათამდე თუ გაქვთ საშუალება იმოგზაურეთ, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შანსი, თქვენი წარმატებისა. თქვენი არის მთელი თვე. 

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველშია, 28 რიცხვიდან კი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

🔵სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას რომაული ქორწილი

🎥 სად იცხოვრებენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე - კვარაცხელიას გასაიდუმლოებული ქორწილის ექსკლუზიური დეტალები