
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აფრთხილებს:
„2025 წელი ჩვენგან მოითხოვს ჯანმრთელობის გადამოწმებას და სიფრთხილეს.
ციფრული ფსიქოლოგიის მიხედვით, 2025 წელი არის მეცხრე წელი, ციკლის დასასრული, როცა წლის პირველ ნახევარში რაღაცები სრულდება და ჩვენ ჩვენი ნებით უნდა გავუშვათ ეს ყველაფერი ცხოვრებიდან.
ის რასაც ვერ გავუშვებთ, წლის მეორე ნახევარი თავად წაიღებს. ეს არ არის შეშინება ადამიანების, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა ქრონიკული დაავადება, წადით და გადაამოწმეთ!
წელს იქნება 2 ძირითადი პრობლემა, ტვინი და კუჭ-ნაწლავი, ამ ორ თემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის კლება - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
⭕ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს