იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს 2026 წლის პროგნოზზე ესაუბრება.
მისი თქმით, ცეცხლოვანი ცხენის წლის ენერგია ირთვება მაქსიმალურ სიჩქარეზე - გაღვიძების, გაბედვის, გადამწყვეტი ნაბიჯების და კარმული გადაწერის წელი:
„ბევრი მწერთ, ნუმეროლოგიურ სეანსზე.. აქ გიამბობთ!
ნუ, 2026 წელი, რომელიც ერთხელ მოდის… ასეთი შანსი 2086 წლამდე აღარ იქნება.. არის წლები, რომლებიც უბრალოდ გადის და არის წლები, რომლებიც ცხოვრების მიმართულებას ცვლის. 2026 სწორედ ასეთი წელია.
„ცეცხლოვანი ცხენის“ წლის ენერგია ირთვება მაქსიმალურ სიჩქარეზე - გაღვიძების, გაბედვის, გადამწყვეტი ნაბიჯების და კარმული გადაწერის წელი.
ვინც ჩემთან ნამყოფი ხართ! ეს ინფორმაცია გეხებათ თქვენც, რადგან წინა წლების კარიბჭეები იხურება და გადადიხართ ახალ მატრიცაში!
ეს არის დრო, როცა:
• ქვეცნობიერი პროგრამები ზედაპირზე ამოდის
• ბლოკები ითხოვს გარდაქმნას
• არასწორი გზები იშლება
• და სწორი მიმართულება თავის თავს გაჩვენებს
ეს ენერგო-მოცემულობა 2086 წლამდე აღარ განმეორდება. ვისაც ამ წელს საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლია, იგი მომავალ ათწლეულებს წინასწარ აყალიბებს.
რაც შეეხება ინდივიდუალურ კვლევას, რომელსაც სეანსზე მიიღებთ, არ არის ზოგადი პროგნოზი. ეს არის თქვენი პირადი ენერგეტიკული რუკა, გაშიფრული დაბადების თარიღის საფუძველზე:
ვინ ხართ სინამდვილეში — თქვენი ფსიქოტიპი;
სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი და სად იკარგება ენერგია;
რა სცენარს იმეორებს პირადი ცხოვრება;
ჯანმრთელობის რა მიმართულებებს სჭირდება ყურადღება;
მერიდიანული დიაგნოსტიკა — ენერგიის დინება სხეულში;
ქვეცნობიერი პროგრამები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ თქვენს არჩევანს.
კარმული გავლენები და მათი გარდაქმნის გზები:
დამატებით განისაზღვრება თქვენი პერსონალური 12-წლიანი ციკლები, როდის უნდა იმოქმედოთ, როდის დაიცადოთ და როდის არ დაკარგოთ შანსი:
• პროფესია და საქმე
• ფინანსური სტრატეგია
• პირადი ცხოვრება და ურთიერთობები
• ჯანმრთელობის მართვა
და ბოლოს — თქვენი ინდივიდუალური ენერგეტიკული სკალა, რომელიც გეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰარმონიის შექმნაში:
• აქტიური რიცხვები
• ფერები
• მინერალები და მცენარეები
• კვირის დღეები
• წარმატების სექტორები
• წლის ჰარმონიული თვეები
• ტოტემები და ქვეყნები
• საქმიანობის სფეროები, სადაც ენერგია მარტივად გეხსნებათ
ეს არ არის უბრალოდ სეანსი. ეს არის შეხვედრა საკუთარ რეალურ პოტენციალთან, ზუსტად იმ წელს, როცა სამყარო ამბობს: „ახლა ან არასდროს“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ: