ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, მიმდინარე კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა - 19 და 23 სექტემბერი. ცაგარელი ამბობს, რომ ორივე დღეს სასურველია სანთლის დანთება და სურვილების ჩაფიქრება, რადგან მისი ასრულების შანსი ძალიან მაღალია.
„დღეს მთავარანგელოზობაა, მთავარ ანგელოზ მიქაელს ბოროტთან და შავბნელ ძალებთან ბრძოლის უნარი შესწევს. ეს არის ერთადერთი დღე, წლის განმავლობაში, როცა ის ჩადის ქვესკნელში და ამოჰყავს სულები, ამიტომ დღეს დაანთეთ სანთელი და ილოცეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში გახლავთ 23 სექტემბერი - დღეღამტოლობა. ეს დღე საკრალურია, ილოცეთ და აუცილებლად ჩაუთქვით სურვილი, ასეთი დღე წელიწადში სულ 4-ია, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ 23 რიცხვი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘სასიყვარულო რომანებსა და სკანდალებში გახვეული სალომე ჭაჭუას ამბები