
რომელი პროდუქტია ყველაზე საშიში და საყურადღებო გაზაფხულზე, ზაფხულზე ? - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ექიმი-ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე საუბრობს და საჭირო რჩევებს გვიზიარებს.
„შეუძლებელია თავიდან ავიცილოთ ყველა რისკი, თუმცა შეგვიძლია მინიმუმამდე შევამციროთ ეს ყველაფერი.
ტემპერატურა გარკვეულწილად ზრდის მალფუჭებადი პროდუქტის დაზიანების რისკს და სასურველია, რომ ზაფხულში მაცივარში მალევე მოათავსოთ პროდუქტი, და ასევე მნიშვნელოვანია შეძენის დროს სახლში სწრაფი ტრანსპორტირება.
ზაფხულის პერიოდში შეზღუდვაა კრემიან ნამცხვრებზე თუ არასათანადო პირობებში ვინახავთ, ასევე რძის პროდუქტებზეც.
გახსოვდეთ, რომ პროდუქტის განმეორებითი გაყინვა არასასურველია“, - ამბობს ეკა ქურდაძე.
იგი ასევე პროდუქტების სწორად გარეცხვის და შენახვის შესახებ გვიზიარებს საჭირო ინფორმაციას, როგორც ექიმი-ტოქსიკოლოგი აღნიშნავს მწვანილი უნდა გაირეცხოს 30წთ-ის განმავლობაში გამდინარე წყალში, ასევე კვერცხი შეწვამდე და მოხარშვამდე უნდა გაირეცხოს.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: