Digest Logo

„ეს არის მაგიური პორტალი წარსულსა და მომავალს შორის, რას უნდა ელოდო?“ - ვიზუალური ტესტი თეა ჩეჩელაშვილისგან

1765541010
თეა ჩეჩელაშვილი

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტაროლოგი თეა ჩეჩელაშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ვიზუალური ტესტი გაგვიზიარა:

„დეკემბერი ეს უბრალოდ წლის ბოლო თვე როდია, ეს არის მაგიური პორტალი წარსულსა და მომავალს შორის, სადაც საოცარი რაღაცები ხდება.

რას უნდა ელოდო წლის ბოლო დღეებისგან? გთავაზობთ ვიზუალურ ტესტს:

დახუჭე თვალები, ჩაისუნთქე, გააღვიძე საკუთარი ინტუიცია…

აირჩიე სიმბოლო, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავს 

1. ფიფქი - „ნდობა მისცე ცხოვრებას“

გაუშვი კონტროლი. დეკემბერში მოვა ის, რაც თავად გეძებს:

შემთხვევითი შეხვედრა

მოულოდნელი საჩუქარი

სასწაული, როცა არაფერს აკონტროლებ

დალიე დინებასთან ერთად.

2. ვარსკვლავი - „ოცნება უკვე მოძრაობაშია“

შენი სურვილი უკვე შესრულების გზაზეა.
ელოდე ნიშანს, ადამიანს, შანსს.
ყოველ ღამე ერთი და იგივე სურვილი ჩაუშვი ცაში.

3. სარკე — „ნამდვილი ჩემი ნახვა“

დეკემბერი გაგახვედრებს, რა ძლიერი ხარ.
გელოდება სიტყვა, რომელიც განგკურნავს.
სარკეს უთხარი: „დამინახონ. ღირსი ვარ.“

4. ზარი - „თქვი. გაიმიგონონ.“

მორჩა ჩუმად ყოფნა. გელოდება პროექტი, მოწვევა, აღიარება. შენი ხმა - შენი ძალაა.

5. ბუმბული — „გაუშვი და გაფრინდი“

ძველი ტვირთი მიდის. რაც მიგყვებოდა - გათავისუფლებს.

ადგილზე კი მოდის მსუბუქი, ახალი, სიხარულიანი.

6. კრისტალი — „გამძლეობამ გამალამაზა“

წლევანდელი სირთულეები გახდის ალმასად. დეკემბერი გაჩვენებს შედეგს, შრომას და გამარჯვებას.

შენ ანათებ“, - წერს თეა ჩეჩელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ მოგეწონება? „ზმეიკა“ პირზე, არაა კარგი გაკეთებული? დახუჭე თვალები, თქვა რამე? დაიფსე ყურები“ - იამზე შათირიშვილი რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე

რით განსხვავდება პატარა ადამიანი ღირსეული პიროვნებისგან? - გია მურღულიას განმარტება

„დეკემბერი არა მხოლოდ დღესასწაულების, არამედ ძლიერი კოსმოსური ენერგიების თვეცაა!“ - როგორ გამოვიყენოთ სარკისებური თარიღები