Digest Logo

რით განსხვავდება პატარა ადამიანი ღირსეული პიროვნებისგან? - გია მურღულიას განმარტება

1765535601
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ოთხ თვისებას ასახელებს, რაც ღირსეულ ადამიანს აქვს:

„რით განსხვავდება პატარა ადამიანი ღირსეული ადამიანისგან? - მას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობა, ცოდნა, ქონება, ინტერესები, კლანური მიკუთვნებულობა, გემოვნება და ზოგჯერ კარგი საქციელიც კი ახასითებდეს, მაგრამ არ აქვს ოთხი მთავარი რამ:

სიყვარული, ღირებულებები, პასუხისმგებლობა და წესიერების შეგრძნება.

მათ გარეშე კაცი სოციალური არარაობაა - ყველგან ჩანს და საზოგადოებისთვის არაფერს წარმოადგენს.

თვალების გარდა გულმა და გონებამაც თუ არ დაგინახეს, არავინ ხარ - მზერას ბრძანებებს ისინი აძლევენ“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დეკემბერი არა მხოლოდ დღესასწაულების, არამედ ძლიერი კოსმოსური ენერგიების თვეცაა!“ - როგორ გამოვიყენოთ სარკისებური თარიღები

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება - თაკო მელიქიშვილი 12 დეკემბრის ენერგიებზე

„უკრაინა, აშშ, საფრანგეთი, გერმანია ელაპარაკებიან რუსეთს, ჰამასი - ისრაელს, და მაინცდამაინც ჩვენ ვეომოთ, ვაგინოთ და არ ველაპარაკოთ?“ - ქეთევან ტურიაშვილი