Digest Logo

🎥 „არ მოგეწონება? „ზმეიკა“ პირზე, არაა კარგი გაკეთებული? დახუჭე თვალები, თქვა რამე? დაიფსე ყურები“ - იამზე შათირიშვილი რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე

1765536786
იამზე შათირიშვილი

55 წელია, რაც იამზე შათირიშვილს დილა ბათუმის, მეორე საჯარო სკოლის ბუფეტში იწყება, მის მიერ მომზადებული ფენოვანი ხაჭაპურისა და ლობიანის გემო დღემდე ახსოვთ დიდი ხნის სკოლადამთავრებულებს.

მასზე სიუჟეტი „დილის ტალღამ“ მოამზადა, სადაც უსაყვარლესმა ქალბატონმა რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე ისაუბრა. 

იამზე შათირიშვილი ამბობს, რომ ისეთი რძალი ჰყავს, სიკვდილის არ ეშინია:

„მყავდა 2 შვილი, ქალიშვილი და ვაჟიშვილი, გოგო 3 წელია გარდამეცვალა, ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა და გვაჯობა სიკვდილმა. ვცდილობ, მაინც ყოჩაღად ვიყო. საქმეს ასე სჭირდება, შენი გაჭირვება შენთვის უნდა გქონდეს, სხვას არ უნდა მოახვიო თავს. 

სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვიყავი, მაგრამ ჩაი არასდროს მომიკრეფია, არ დამიბარავს, არ მითოხნია. როცა გურიიდან აჭარაში ჩამოვედი არ გამჭირვებია, არც გამკვირვებია. არაჩვეულებრივი დედამთილი მყავდა, არაფერს მაკეთებინებდა, შვილებს მიხედეო.

სიკვდილის არ მეშინია, ისეთი რძალი მყავს. 15 წლის მოვიდა, ერთად გავზარდე შვილი, რძალი, შვილიშვილი და მეც მათთან ერთად გავიზარდე. 

რძალს უნდა ასწავლო, არ მოგეწონება? „ზმეიკა“ პირზე. არაა კარგი გაკეთებული? დახუჭე თვალები, თქვა რამე? დაიფსე ყურები. ყველაფერი იქნება კარგად. კარგი იქნები კარგს დაინახავს, ცუდი იქნები და შენსავით ცუდს იზავს“, - ამბობს იამზე შათირიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რით განსხვავდება პატარა ადამიანი ღირსეული პიროვნებისგან? - გია მურღულიას განმარტება

„დეკემბერი არა მხოლოდ დღესასწაულების, არამედ ძლიერი კოსმოსური ენერგიების თვეცაა!“ - როგორ გამოვიყენოთ სარკისებური თარიღები

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება - თაკო მელიქიშვილი 12 დეკემბრის ენერგიებზე