2026 წლის 7 ნოემბერი: კოსმოსში იხსნება იშვიათი, დიდებული ძალის მქონე ასტროალქიმიური პორტალი.
ეს არის მომენტი, როდესაც ცის კაბადონზე ერთმანეთს ემთხვევა ორი მნიშვნელოვანი საკრალური მოვლენა:
Via Combusta-ს („დამწვარი გზის“) დასასრულს, მორიელის ავატარის კარიბჭე იხსნება (15°-ზე) და
ვენერას ოკულტაცია მთვარის მიერ, ე.წ. „შავი სარკის“ ფენომენი.
ეს არის წლის წერტილოვანი დღე, სადაც კრიზისის ცეცხლი ტრანსმუტირდება უმაღლეს სულიერ ძალაუფლებად.
ტრადიციულ ასტროლოგიაში Via Combusta („დამწვარი გზა“) სასწორის 15°-იდან მორიელის 15°-მდე მონაკვეთია, ზონა, სადაც მნათობები დაცემულია (მზე სასწორში, მთვარე მორიელში), ხოლო მალეფაქტორები ზეიმობენ (სატურნის ეგზალტაცია და მარსის მმართველობა).
ეს არის ომის, ემოციური რყევებისა და გარდაუვალი კრიზისების პიკი, რომელსაც ადამიანი ვერ ცვლის, ეს გზა უბრალოდ უნდა გაიარო და გადაიტანო და აი, სწორედ მორიელის 15 გრადუსზე „დამწვარი გზა“ საზეიმოდ იხურება!
ის, რაც გწვავდა და გამოცდას გიწყობდა, უნდა ჩაიხუროს.
🔥 „შავი სარკის“ ოკულტური ფენომენი როდესაც ქვეცნობიერის, ინსტინქტებისა და ჩრდილის მმართველი. მთვარე - ფიზიკურად ეფარება სიყვარულის, ესთეტიკისა და ღირებულებების პლანეტას ვენერას. აქ დროებით ითიშება ყოველგვარი ილუზიები.
მთვარე „ყლაპავს“ ვენერას, რათა ზედაპირული როლების უკან გამოაჩინოს ის, რასაც რეალურად გრძნობ. ეს არის იშთარის ქვესკნელში ჩასვლის უძველესი მითის ცოცხალი ანალოგი: განძარცვა ყოველგვარი ნიღბისგან.
რისთვის ვიყენებთ ამ დღის ეფექტებს:
✋ იდეალური მომენტია ტოქსიკური კავშირების, მსხვერპლის როლისა და „მკვდარი“ ჩვევების დასასრულებლად, რომლებსაც მხოლოდ შიშის ან იმიჯის გამო ეჭიდებოდი.
✋ დაუსვი კითხვა საკუთარ თავს: „რამდენად ვაფასებ საკუთარ თავს რეალურად, როდესაც არავინ მიყურებს და არავინ მაქებს?“ - აქ უნდა დასრულდეს სხვების მოწონებაზე დამოკიდებულება.
🔥 ეფექტურია: ღრმა ფსიქოლოგიური და ეზოთერული წმენდები, მედიტაცია, განმარტოება, ჩრდილთან შეხვედრა და ენერგეტიკული წმენდა (წყლით, მარილით, საკმევლით). ფინანსური ვალდებულებების გადახედვა, იმპულსური ხარჯების გაცნობიერება და ფულთან დაკავშირებული ქვეცნობიერი შიშებზე მუშაობა.
🔥 რას უნდა მოერიდო: ახალი რომანტიული ურთიერთობის დაწყებას ან ქორწინებას. მსხვილ ინვესტიციებსა და შოპინგს. რადიკალურ ესთეტიკურ/პლასტიკურ ჩარევებს და იმიჯის მკვეთრ ცვლილებას. ურთიერთობების ემოციურ გარჩევას. მორიელის 15°-ზე ის წყვეტს მიწაზე ღოღვას, შლის ფრთებს და იქცევა არწივად / ფენიქსად.
ეს არის ალქიმიური მომენტი, როდესაც გამოთავისუფლებული ენერგია ადამიანს ანიჭებს უმაღლეს მფარველობასა და განსაკუთრებულ უნარს: გარდაქმნას საკუთარი ტკივილი ამოუწურავ სულიერ და მატერიალურ რესურსად. ის, რაც დამწვარ გზაზე ფერფლად იქცა, ვეღარასდროს გავნებს.
შავი სარკე იმსხვრევა, 15° მორიელში ფენიქსი შლის ფრთებს, კარიბჭე ღიაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია