ასტროლოგი რამაზ გიგაური 30 მარტის - მარსი-სატურნის ტრინის პიკზე ვრცელ პროგნოზს აქვეყნებს.
ასტროლოგი მიმდინარე პერიოდის ტენდენციებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს იმას, თუ რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი დადებითი.
„30 მარტს, მარსი-სატურნის ზუსტი ტრინი იქნება. ეს სასიკეთო ასპექტი 22 მარტს გააქტიურდა და მისი გავლენა 9 აპრილამდე გაგრძელდება.
ეს საკმაოდ სასიკეთო ასპექტია, რომელიც მიანიშნებს, რომ სწორად გაღებული ძალისხმევა აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს.
მისი გავლენა შეიძლება ასევე გავშიფროთ როგორც საქმეში კონცენტრაცია და დისციპლინირებულობა.
რაც ასე მნიშვნელოვანია საქმიან ცხოვრებაში წარმატების მიღწევისთვის.
მისი გავლენით ადამიანები საკუთარი საქმის სასიკეთოდ გარდაქმნასა და ფორმირებას ახდენენ, იწყებენ კონკრეტული მიმართულებით შრომას და ყველაფერს ორგანიზებულად აწესრიგებენ.
ასე რომ, ეს არის საკუთარ საქმეში ახალი, ენერგიული იმპულსების შეტანის დრო.
შესაძლებელი ხდება სამსახურებრივი და კარიერული კუთხით ცვლილებების განხორციელება.
კარგი დროა ხელმძღვანელობის მხარდაჭერის მოპოვებისთვის და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის.
ეს ასპექტი განსაკუთრებით სასიკეთოდ იმოქმედებს წყლის სტიქიის ნიშნებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მარსი-სატურნის რომელიმე მაჟორული ასპექტი მაინც აქვს“,- წერს გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 თათია სამხარაძე საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს
🔵 ხვიჩა კვარაცხელიამ ონკოპაციენტს ოცნება აუხდინა - „უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას“