Digest Logo

„უკრაინის დიდება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უბრუნდება“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

1680072824
უკრაინა ლავრა

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, კიევის პეჩორის (ანუ მღვიმის) დიდი ლავრა, კიევის სამთავროს უბრუნდება.

🔵 „კულტურული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა, ვაქვეყნებ ექსკლუზიურად! - SOS!!!“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

უკრაინის დიდება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უბრუნდება: კიევის პეჩორის (ანუ მღვიმის) დიდი ლავრა, კიევის სამთავროს დიდების და ქრისტიანობის დიდი ნიშანი.

აქაა გარდაცვლილი და დაკრძალული 1795 წელს დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზეთის უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქი მაქსიმე II (აბაშიძე).

მისი საფლავი ვგონებ დაკარგულია, საქ. საპატრიარქოს და ქართულ ოფიციალურ მხარეს (საელჩო, კულტ. სამინისტრო, მეცნიერებათა აკადემია) არც მოუკითხავს და არც იციან ალბათ.

ამბროსი ხელაიას ერთ ნაშრომში მაქვს წლების წინ წაკითხული ზუსტი ადგილმდებარეობა საფლავსა, ამ
აღწერილობით შეიძლება პოვნა საფლავის ადგილისა და არქეოლოგიური გათხრებით დაზუსტება, ნეშტის ნახვა.

აქვეა დაკრძალული მეორე მღვდელმთავარი აბაშიძე, რენეგატი რუსოფილი ეპისკოპოსი დიმიტრი-ანტონ აბაშიძე, რუსებმა წმინდანად შერაცხეს და მის ნეშტს ეთაყვანებიან.

ეს უკვე მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის პირია“,- წერს დეკანოზი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 🎥 შემზარავი კადრები ბათუმიდან - რა ხდებოდა ძლიერი ქარის დროს ქუჩაში?

🔵 მოსალოდნელია 5-ბალიანი შტორმი, ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტოს საგანგებო განცხადება

🔵 ნორმალური შედეგია, მაგრამ კმაყოფილები არ ვართ - ხვიჩა კვარაცხელია ნორვეგიასთან ფრეზე