საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ დამფუძნებელი, პედაგოგი გია მურღულია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მშობელმაც და მასწავლებელმაც ბავშვს, პირველყოვლისა, უნდა უთხრან და ასწავლონ, რა არ შეიძლება წესიერი კაცისთვის.
მისი განმარტებით, ადამიანი მარტო ის არ არის, ვინც კარგს აკეთებს, არამედ ისიც, ვინც რაღაცებს არასდროს იკადრებს.
"სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთნელის შვილის ყოლასა", - ამბობს დავით გურამიშვილი.
მძაფრი ნათქვამია - ისეთი, პროტესტს რომ ბადებს - შვილი ხომ ყოველთვის შვილია, როგორიც არ უნდა იყოს.
პოეტი განზრახ ადარებს შვილსა და ძაღლს, ვითარების მთელი საშინელება რომ შეგვაგრძნობინოს.
"ვითარება" კი რა არის?
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს უზრდელობა და თავისუფლება ერთმანეთში ერევათ.
ნამდვილი თავისუფლება ყოველთვის შემოქმედია - კი არ აზიანებს ან ანადგურებს, არამედ, სიტყვითა თუ საქმით, ქმნის ახალსა და სასარგებლოს.
უზრდელობა თავისუფლების ბოროტი კარიკატურაა.
სწორედ ამიტომ მშობელმაც და მასწავლებელმაც ბავშვს, პირველყოვლისა, უნდა უთხრან და ასწავლონ, რა არ შეიძლება წესიერი კაცისთვის.
ადამიანი მარტო ის კი არ არის, რასაც კარგს იზამს, არამედ ისიც, რასაც არასდროს იკადრებს“, - წერს მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 თათია სამხარაძე საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს
🔵 ხვიჩა კვარაცხელიამ ონკოპაციენტს ოცნება აუხდინა - „უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას“