Digest Logo

„ეს არის წლის ბორბლის განსაკუთრებული დრო, ე.წ. დამწვარი გზის პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ფაზა“ - რას წერს ასტროლოგი

1763398222
დამწვარი გზის პერიოდი

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight, რომელსაც ასტროლოგი მართავს, 15-22 ნოემბრის საპასუხისმგებლო პერიოდზე წერს. 

როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ეს არის წლის ბორბლის განსაკუთრებული დრო, ე.წ. დამწვარი გზის პერიოდი, წლის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ფაზა, როდესაც მზე გადის მორიელის ნიშნის ბოლო შვიდ გრადუსს. დამწვარი გზის დრო არის ფაზა, როდესაც ჩვენს შინაგან სამყაროში ერთდროულად მიმდინარეობს განწმენდა და აღორძინება. ეს არის ფენიქსის პერიოდი - სიმბოლო, რომელიც მორიელის ნიშანს უკავშირდება:

„დღეს განვიხილავთ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდს, რომელსაც გავივლით უახლოეს დღეებში, 15-22 ნოემბერს.

ეს არის წლის ბორბლის განსაკუთრებული დრო, ე.წ. დამწვარი გზის პერიოდი (ლათინურად Via Combusta), წლის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ფაზა, როდესაც მზე გადის მორიელის ნიშნის ბოლო შვიდ გრადუსს - 24-დან 30 გრადუსამდე. ამ გრადუსებში ფენიქსის ენერგია განსაკუთრებულად ძლიერად იჩენს თავს. გარდა ამისა, სწორედ ამ პერიოდში ერთვება უმაღლესი ზოდიაქოს - გველისმჭერის გავლენა - აქტიურდება ინტენსიური ენერგეტიკული ნაკადი.

დამწვარი გზის დრო არის ფაზა, როდესაც ჩვენს შინაგან სამყაროში ერთდროულად მიმდინარეობს განწმენდა და აღორძინება. ეს არის ფენიქსის პერიოდი - სიმბოლო, რომელიც მორიელის ნიშანს უკავშირდება. ამ დღეებში ჩვენ ვწმენდთ ჩვენს სულს იმ განსაცდელების ცეცხლით, რომლებიც მოდის იმისთვის, რომ დაიწვას ყველაფერი ზედაპირული, ილუზორული და დროებითი, რაც უკვე გადამუშავებული და გაცნობიერებულია წლის განმავლობაში. ჭეშმარიტი ღირებულებები, რომელთა გააზრებამდეც ამ პერიოდს მივყავართ, ხდება ჩვენი სულის ნამდვილი განძი.
სწორედ ამ დროს მიმდინარეობს ჩვენი შინაგანი სამყაროს ყველაზე ინტენსიური განწმენდა. ჩვენ ვიღებთ შანსს, გავთავისუფლდეთ წარსულის ზოგიერთი ვალისგან, კარმული კვანძებისგან, ბლოკებისგან, გავთავისუფლდეთ ჩვენი გარკვეული პრობლემებისგან.

დამწვარი გზა იხსნება მზის გადასვლით მორიელის ოცდამეოთხე გრადუსში და დაიხურება 22 ნოემბერს, როცა მზე დატოვებს მორიელის ზოდიაქოს და გადავა მშვილდოსნის ნიშანში.

ამ პერიოდში გველოდება კარმული გამოცდები და სიმტკიცის ტესტის გავლა. თუ ცნობიერად გავივლით ჩვენს კარმულ დავალებებს, რომლებიც გამოვლინდება მომდევნო შვიდ დღეში, მათ ადგილას დაიბადება რაღაც ახალი და უკეთესი ჩვენთვის.

ეს დღეები გვაძლევს შესაძლებლობას, ინტენსიურად გავაანალიზოთ ჩვენი წარსული, შევიცვალოთ დამოკიდებულება მრავალ საკითხთან მიმართებით და გავწმინდოთ გზა ნათელი მომავლისკენ. თუ ღირსეულად გავივლით ამ პერიოდს, მივიღებთ ზეციურ მხარდაჭერას უკვე Via Vitalis-ის, ანუ „ნათელი გზის“ კვირაში, რომელიც იწყება დამწვარი გზის დასრულების შემდეგ. ნათელი გზა მოიცავს მშვილდოსნის ნიშნის პირველ შვიდ გრადუსს და ასრულებს გველისმჭერის გავლენას - ეს არის ძლიერი მხარდაჭერის, დაცვისა და მფარველობის დრო.

თუ დამწვარი გზის დღეებში ვერ გავუძლებთ ცდუნებებს, სირთულეებს, ან ვერ შევინარჩუნებთ სიმტკიცეს და გამძლეობას, არსებობს საფრთხე, რომ დავაზიანოთ როგორც საკუთარი თავი, ისე ჩვენი ცხოვრება.
აღსანიშნავია, რომ დამწვარი გზის პერიოდი განსაკუთრებით ძლიერად აისახება მათზე, ვის ნატალურ რუკაშიც მორიელის 24-30 გრადუსებს შორის მდებარეობს პლანეტები.

Via Combusta უკავშირდება ფაეტონის მითს, რომლის არსი უკეთ დაგვეხმარება ამ პერიოდის ენერგიის გააზრებაში. მითის მიხედვით, მზის ღმერთი, ჰელიოსი, ცაზე მოძრაობდა ცეცხლოვანი ეტლით და ანათებდა დღეს. ერთხელ, მისი შვილი ფაეტონი - ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა - სთხოვს მას, რომ ერთი დღით თავად მართოს ეტლი. გზაზე ფაეტონს შეხვდა მორიელი, რომელმაც დააფრთხო ცხენები; ისინი წაიქცნენ, ეტლი გადაბრუნდა ცაში, დაიწყო უზარმაზარი ხანძარი და ეტლი დედამიწაზე დაეცა, რის შედეგადაც ციდან დედამიწამდე გაჩნდა გრძელი კვამლი. სწორედ ამ ეპიზოდს უკავშირდება სახელწოდება „დამწვარი გზა“.

მომავალ კვირაში თითოეული ჩვენგანისთვის შესაძლოა გათამაშდეს ფაეტონის მისტერია - გამოცდა სიმტკიცეზე, გამძლეობაზე და კარმულ გამოწვევებზე. ამ გამოცდების ღირსეული დაძლევა გვაძლევს სამყაროს ბონუსებს: ახალ შესაძლებლობებს და წარმოუდგენელ იღბალს. შეიძლება იყოს სინქრონულობის გამოვლინება ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ვართ სწორ დროს, სწორ ადგილას. ეს მომენტი ხსნის კარს სრულიად ახალ რეალობაში, მოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები უკეთესობისკენ ჩვენს ცხოვრებაში.

როგორ გავიაროთ ეს პერიოდი ღირსეულად და მინიმალური კრიზისით? გასათვალისწინებელია, რომ ამ დღეებში უხილავ და ხილულ სამყაროებს შორის ზღვარი თითქოს იშლება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ მრავალი მინიშნება. ეს მინიშნებები შეიძლება მოვიდეს როგორც ძილში, ასევე გაცნობიერების სახით, ინტუიციის გაძლიერებით. ამიტომ, მომავალ კვირაში განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდით საკუთარ თავს, მინიშნებებს – როგორც სხეულებრივ, ისე ინტუიციურ დონეზე.

ამ პერიოდში უკიდურესად მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ადგილი აგრესიას, გაღიზიანებას, უიმედობას. უნდა შევინარჩუნოთ გონების სისუფთავე და რეალობასთან კონტაქტი. შეიძლება გამოვლინდეს სიტუაციები, რომლებიც მოითხოვს მნიშვნელოვან არჩევანს და განსაზღვრავს მომავალს, ამიტომ საჭიროა მოქნილი აზროვნება, მაგრამ ასევე ძლიერი შინაგანი ღერძი, რათა დავიცვათ საკუთარი ჭეშმარიტი ღირებულებები.

ასევე მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან მაღალია ილუზიების და მანიპულაციური შინაარსის გავრცელების ალბათობა. ინფორმაცია ყველაზე მარტივად აბინძურებს ცნობიერებას.
მერკური, რომელიც ახლა მშვილდოსანშია, ხელს უწყობს ოპტიმისტურ აზროვნებას. ეს ოპტიმიზმი და სულიერი სიჯანსაღე შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გარდაქმნების საფუძველი. ამიტომ საჭიროა დავფიქრდეთ ჩვენს ახალ მიზნებზე და პირველ ნაბიჯებზე, რომლებიც მოგვიყვანს მათ განხორციელებამდე. როდესაც გაიხსნება Via Vitalis - ნათელი გზის პერიოდი - ჩვენ მივიღებთ მხარდამჭერ იმპულსებს სამყაროსგან.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დამწვარი გზის პერიოდი არის დრო, როდესაც ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კატეგორიულად დავასრულოთ ყველაფერი ის, რაც გვიშლის ხელს წინსვლაში. შემდეგ კი, როგორც ფენიქსი, აღვდგეთ და დავიწყოთ სრულიად ახალი, უკეთესი ცხოვრება.

ნებისმიერი ცვლილების მთავარი ღერძი ჩვენს შინაგან, უხილავ სამყაროშია. ტრანსფორმაცია გულისხმობს ემოციურ და ქვეცნობიერ გარდაქმნას, გარდაქმნას, რომელიც იწყება უხილავ სამყაროში.

მორიელის პრინციპია განწმენდა, ძველი „მე“-ს გარდაქმნა ახალ, უფრო ძლიერ, უფრო გაცნობიერებულ, უფრო ჯანსაღ „მე“-დ. ეს შინაგანი, სიღრმისეული პროცესია, რომელიც პირველ რიგში, უნდა შევიგრძნოთ.

ყველაფერი იწყება საკუთარ თავთან ურთიერთობით – სიმართლით, გულწრფელობით, თუნდაც არასასიამოვნო სიმართლის მიღებით. მიღება ნიშნავს წინააღმდეგობის ენერგიის განულებას, რის შემდეგაც ხდება მისგან გაწმენდა. გაწმენდა კი ნიშნავს მზაობას ახალი, ჭეშმარიტი „მე“-სთვის.

შინაგანი, საკმაოდ რთული და ინტენსიური ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ჩვენი ჩართულობისა და ნების გარეშე არ ხდება, სწორედ „ნათელი გზის“ პერიოდში დაიწყებს პირველი იმპულსების გამოვლენას, უკვე ხილულ სამყაროში.

არასდროს თქვა უარი ცვლილებებზე, მაშინაც კი, როცა არაფრის შეცვლა შეგიძლია. შენ ყველაზე ძლიერი იარაღი გაქვს - უნარი, ცვლილება დაიწყო საკუთარი თავიდან და გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია!

გახსოვდეთ, პეპლის ეფექტის პრინციპი:

ყველაფერი დაკავშირებულია უხილავი ძაფებით და ჩვენი ყოველდღიური აზრები, სიტყვები, ქმედებები თუ ემოციები - თუნდაც, ერთი შეხედვით უმნიშვნელო - ქმნის ტალღებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვლის რეალობას. ეს არის უნივერსალური კანონი: მცირე შინაგანი ცვლილება - მაგალითად, ერთი პოზიტიური აზრი, ერთი კეთილი სიტყვა, ერთი პატარა ნაბიჯი - შეიძლება გახდეს კატალიზატორი უდიდესი ტრანსფორმაციისთვის.

პეპლის ეფექტი გვასწავლის პასუხისმგებლობას საკუთარ ენერგიაზე, რადგან შენი დღევანდელი „ფრთების ქნევა“ - შიშისგან გათავისუფლება, სიყვარულის გამოხატვა თუ მიზნის დასახვა, შეიძლება გახდეს მომავალში შენი ცხოვრების, ურთიერთობების თუ მასშტაბური ცვლილების მიზეზი.

არ არსებობს „უმნიშვნელო“ ქმედება - ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან სამყარო მგრძნობიარეა ნებისმიერი საწყისი იმპულსის მიმართ და ჩვენ ვართ პეპლები, რომლებიც საკუთარი ფრთებით ვქმნით ქარიშხალს ან ნაზ ნიავს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კეთილი ადამიანი“ - ნანუკა გულუა შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

„მიდის უპრეცედენტო, მძლავრი აფეთქებები და ანთებები, რომლებიც კოლოსალურ ენერგეტიკულ ნაკადებს გზავნიან დედამიწისკენ“ - რას წერს მეტაფიზიკოსი

„სწორედ აქ იწყება გარდატეხა, როცა სირთულეები აღარ გვიჭერენ“ - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლისთვისაც მძიმე პერიოდი 18 ნოემბრიდან დასრულდება