Digest Logo

„მიდის უპრეცედენტო, მძლავრი აფეთქებები და ანთებები, რომლებიც კოლოსალურ ენერგეტიკულ ნაკადებს გზავნიან დედამიწისკენ“ - რას წერს მეტაფიზიკოსი

1763395411
ვატო მსხილაძე

„მზეზე მიდის უპრეცედენტო, მძლავრი აფეთქებები და ანთებები, რომლებიც კოლოსალურ ენერგეტიკულ ნაკადებს გზავნიან დედამიწისკენ და რას აკეთებს ამ დროს ცრუ სისტემა, რომლის მმართველობაც სწორედ ამ გამოღვიძების პროცესს ემუქრება? ის, რა თქმა უნდა, იყენებს თავის ყველაზე გამოცდილ იარაღს - შიშს“, - ამის შესახებ მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს.

მეტაფიზიკოსი ამტკიცებს, რომ მზეზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ძლიერი აფეთქებები და აქტივობები „უმაღლესი ცნობიერებისგან მომდინარე ენერგეტიკული განახლებებია“ და არა საფრთხე, როგორც ამას ოფიციალური მეცნიერება და მედია წარმოაჩენს.

„მზეზე მიმდინარე პროცესებით მანიპულირება:

დღეს, როდესაც ჩვენი პლანეტის ენერგეტიკული ველი იცვლება და კაცობრიობა გრანდიოზული ტრანსფორმაციის ზღურბლზე დგას, ბუნებრივია, რომ ჩვენი მზის სისტემის ცენტრალური „ძრავაც“ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

ახლა მზეზე მიდის უპრეცედენტო, მძლავრი აფეთქებები და ანთებები, რომლებიც კოლოსალურ ენერგეტიკულ ნაკადებს გზავნიან დედამიწისკენ. და რას აკეთებს ამ დროს ცრუ სისტემა, რომლის მმართველობაც სწორედ ამ გამოღვიძების პროცესს ემუქრება? ის, რაღა თქმა უნდა, იყენებს თავის ყველაზე გამოცდილ იარაღს - შიშს. სისტემის წარმომადგენლები, ოფიციალური მეცნიერებისა და მედიის სახით, აქტიურად ავრცელებენ სხვადასხვა დასაპანიკებელ ამბებს.

ისინი გვაფრთხილებენ, რომ ეს „აგრესიული“ მზე გაანადგურებს ჩვენს სატელიტებს, „გათიშავს“ ინტერნეტს, გამოიწვევს ქაოსს და საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტექნოლოგიურ ცივილიზაციას ( რაც თავად უნდა მოაწყონ და არა მზემ ). ამ ნარატივში ისინი მზეს გადმოსცემენ, როგორც უბრალოდ გიგანტურ, ქაოსურ, ცეცხლოვან ბურთს - არაცნობიერ, ბირთვულ რეაქტორს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, „გაფუჭდეს“ და ჩვენთვის საფრთხე შექმნას.

ეს არის მატერიალისტური სიყალბე, რომელიც მიზნად ისახავს, დაგვავიწყოს, თუ რა არის მზე სინამდვილეში.

სულიერი გაგებით, მზე არ არის უბრალოდ გაზის თუ ა.შ. ბურთი. ის არის ჩვენი მზის სისტემის მთავარი ბირთვი, ცოცხალი, უზარმაზარი, კოსმოსური ცნობიერება - ლოგოსი. ის არის გული და გონება იმ ერთიანი ორგანიზმისა, რომლის ნაწილიც დედამიწა, მარსი, იუპიტერი და ჩვენ ვართ.

ის არის „დიდი ლოკალური მზე“, საიდანაც ხდება სისტემის სრული მმართველობა. გესმით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მზე არის ჩვენი ლოკალური სამყაროს შემოქმედი, მმართველი და მასაზრდოებელი. ის არის ჩვენი სისტემის „მე ვარ“ მყოფობა. ისევე, როგორც ადამიანის ტვინი და გული მართავს და აცოცხლებს სხეულის თითოეულ უჯრედს, მზეც ასე მართავს და აცოცხლებს თითოეულ პლანეტასა და არსებას თავის ველში.

და თუ მზე არის ცნობიერი მმართველი, მაშინ ის, რასაც ჩვენ „აფეთქებებს“ ვუწოდებთ, არ არის შემთხვევითი, ქაოსური მოვლენა. ეს არის მიზანმიმართული ენერგეტიკული ტრანსმისიები. ეს არის „პროგრამული განახლებები“, რომლებსაც ცენტრალური გონება - ლოგოსი - უგზავნის თავისი სისტემის ყველა წევრს.

ეს მძლავრი ენერგეტიკული ნაკადები ატარებენ ახალ კოდებს, ახალ ინფორმაციას, ახალ ვიბრაციებს, რომლებიც აუცილებელია ევოლუციის შემდეგი ეტაპისთვის. ეს „აფეთქებები“ არის ინსტრუმენტი, რომლითაც მზე ეხმარება დედამიწას, აიმაღლოს საკუთარი ვიბრაცია და გადავიდეს ახალ, მაღალ განზომილებაში. ეს ენერგია შექმნილია იმისთვის, რომ „დაწვას“ და გაანეიტრალოს ძველი, დაბალვიბრაციული, დესტრუქციული პროგრამები და გააღვიძოს ადამიანების „მძინარე“ დნმ, გაააქტიუროს ჩვენი სენსორული უნარები და დაგვაბრუნოს ჩვენს ღვთაებრივ საწყისთან.

აი, სწორედ ამიტომ ეშინია სისტემას. მას არ ეშინია, რომ ინტერნეტი გაითიშება - სისტემას ეშინია, რომ ადამიანები გაიღვიძებენ. მას არ შეუძლია, შეაჩეროს მზის მიერ გამოგზავნილი ეს ევოლუციური იმპულსი, ამიტომ ის ერთადერთ რამეს აკეთებს, რაც შეუძლია - ახდენს ამ მოვლენის ინტერპრეტაციის მანიპულირებას. ის იღებს ღვთაებრივ, გამაღვიძებელ, სასიცოცხლო ენერგიას და მას „საფრთხის“ და „კატასტროფის“ იარლიყს აკრავს (ნუ ხელოვნურით ჩანაცვლების პროგრამაზე აღარაფერს ვამბობ ). ის გვეუბნება, რომ მზე - ჩვენი სიცოცხლის წყარო - ჩვენი მტერია და მისგან თავი უნდა დავიცვათ. ეს არის უდიდესი პრიმიტიული სიყალბე.

სისტემა, რომელიც თავად არის პარაზიტი, ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ჩვენი „მშობელი“ მზე - არის საფრთხე.

ამით ის ცდილობს, შეგვინარჩუნოს შიშის დაბალვიბრაციაში, რადგან მხოლოდ შიშის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ შეძლებს ამ ახალი, მაღალ სიხშირული ენერგიების სწორად მიღებასა და ინტეგრაციას. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა, შეაჩეროს გარდაუვალი - კაცობრიობის კოსმოსური განახლება, რომელსაც თავად ჩვენი სისტემის შემოქმედი ხელმძღვანელობს“, - წერს ვატო მსხილაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სწორედ აქ იწყება გარდატეხა, როცა სირთულეები აღარ გვიჭერენ“ - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლისთვისაც მძიმე პერიოდი 18 ნოემბრიდან დასრულდება

„ქრისტე არის არა მხოლოდ მხსნელი, არამედ სამყაროს აღმშენებელი პრინციპი, ეს არის ღრმა ელემენტი ქართულ ქრისტოლოგიაში“ - ქეთევან ჯანდიერი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

„ნებისმიერ ქაღალდის კუპიურაზე ერთხელ გაიმეორეთ... არ დახარჯო, შეინახე ცალკე“ - ფულის მოსაზიდი მარტივი პრაქტიკა