Digest Logo

🎥 წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, დაღლილობა, მომატებული შიმშილის განცდა და ხშირი ინფექციები - ყველაფერი დიაბეტის შესახებ

1730876195
ზაზა თელია და დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. არსებობს შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი. ორივე შემთხვევისთვის დამახასიათებელია შაქრის დონის მომატება სისხლში, თუმცა, სხვა მხრივ, ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადებებია.

თუმცა დიაბეტამდე არსებობს პრედიაბეტი, რაც წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც სისხლში შაქრის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ის ნორმაში ყოფნისას უნდა იყოს. 

დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს ინსულინის საკმარისი რაოდენობის გამომუშავება უჭირს, ან მისი სათანადოდ მოხმარება. პრედიაბეტი შაქრიანი დიაბეტის განვითარებას დაახლოებით 7-10 წლით ადრე უძღვის წინ. შესაბამისად, ორგანიზმში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გართულებების განვითარებისთვის. 

ხშირ შემთხვევაში დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ვლინდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმი ხშირად გადავამოწმოთ.

დიაბეტის პრევენცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრედიაბეტის ადრეული და ეფექტური დიაგნოსტირება მოხდება. ვინ იმყოფება პრედიაბეტის განვითარების რისკჯგუფში და რა ფაქტორები იწვევს ამ მდგომარეობას? -  აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა. 

„შეიძლება ბევრ ადამიანს არც სმენია პრედიაბეტის შესახებ. მას ვეძახით ჩუმ მკვლელს, რადგან მას სიმპტომები არ აქვს. ამ დროს გლუკოზის დონე სისხლში იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს, მხოლოდ ეს არის ერთადერთი მიმანიშნებელი ფაქტორი. 

პირველ რიგში, პრედიაბეტის მქონე ადამიანებში მაღალია რისკი შაქრიანი დიაბეტის განვითარების“, - ამბობს ზაზა თელია.

რისკები, რაც პრედიაბეტის მქონე ადამიანებში გვხვდება: 

  1. გულის შეტევა
  2. შაქრიანი დიაბეტი
  3. ინსულტი
  4. მხედველობის პრობლემა
  5. თირკმლის დაავადება
  6. პერიფერიული ნერვების დაზიანება
  7. შეგუბებითი გულის უკმარისობა
  8. კანის დაზიანება/წყლულის განვითარება
  9. ამპუტაცია
  10. ცხიმოვანი ჰეპატოზი

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ეუფლებათ მამებს შიშის გრძნობა ახალდაბადებული შვილის მიმართ - რა შფოთვები ჰქონდათ აჩიკო სოლოღაშვილსა და ლევან ქარაზანიშვილს?

🎥 გლობალური დათბობის გავლენა საქართველოზე - რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, რომ კლიმატური ცვლილებების უარყოფითი შედეგები შემცირდეს

ტიკტოკის დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა