Digest Logo

🎥 რატომ ეუფლებათ მამებს შიშის გრძნობა ახალდაბადებული შვილის მიმართ - რა შფოთვები ჰქონდათ აჩიკო სოლოღაშვილსა და ლევან ქარაზანიშვილს?

1730874249
 აჩიკო სოლოღაშვილი და ლევან ქარაზანიშვილი

„ასეთი პატარა ხელში როგორ უნდა დავიჭირო, რამე რომ ვატკინო?“, „გართობის და მეგობრების დრო დამრჩება?“, „ბავშვს რომ რამე დაემართოს?“, „რომ ატირდეს, ვერ გავაჩუმებ“ - მომავალი მამების გონებაში ეს და სხვა უამრავი კითხვა ხშირად ტრიალებს, ისინი ხომ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - ბავშვის დაბადებას ელოდებიან.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შფოთვები ნორმალურია და მისი გადაჭრის გზებიც არსებობს.

კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი სამი შვილის მამაა. პატარას დაბადებამ მისი ცხოვრება პირველად 30 წლის წინ შეცვალა. ღელვა მაშინაც ჰქონდა და ახლაც, 2 წლის მატილდას აღზრდის დროს. 

„შიშის გრძნობა იყო იმის, რომ ახლა რა ვქნა, როგორ ვმართო ჩემი ყოველდღიურობა. მესამე ბავშვის შემთხვევაში ბავშვის ხელში დაჭერის არ მეშინოდა, პირველი ვიყავი ვინც აბანავა და საფენები გამოვუცვალე. ჩვენთან გვეწვინა და ღამეს ფხიზლად ვატარებდი, ვფიქრობდი არ გავჭყლიტო -მეთქი. 

წამოიზარდა და ახლა მაქვს მომენტი, რომ ბევრს ვმუშაობ და მას ვაკლივარ. შიში მაქვს რამე არ გადასცდეს. შევამჩნიე ჩემს თავს, რომ მთლად მშვიდი მამა არ ვარ“, - ამბობს ლევან ქარაზანიშვილი.

გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ წამყვანი არჩილ სოლოღაშვილი სამი წლის სანის მამაა. მისი თქმით, შვილთან დაკავშირებული შიშები დღემდე აქვს. 

გაჩენამდე შიშები არ მქონია, პირიქით როცა ნუცას მუცელი ეზრდებოდა, ვეფერებოდი და ვუმღეროდი. სულ ვეუბნებოდი, ჩემი ცისფერთვალება წყალბურთელი, ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. 

დაბადებას დავესწარი, ნერვიულობა თან ახლავს, მაგრამ შემდეგ ახალდაბადებულს ვერ ვეკარებოდი, მიჭირდა ხელში დაკავება, სულ შფოთი მქონდა, რამე ხომ არ ვატკინე.

ღამის შფოთვები არ მქონია, მაგრამ თვალის გახელიდან დახედვა, სუნთქავს? რატო გააჩერა სუნთქვა, რა ხდება, ეს მომენტები მქონდა“, - ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გლობალური დათბობის გავლენა საქართველოზე - რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, რომ კლიმატური ცვლილებების უარყოფითი შედეგები შემცირდეს

ტიკტოკის დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა

🎥 როგორ გამოიყურება სახლი იაპონიაში, რომელზედაც ამტკიცებენ, რომ ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს