ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმბოლკის კელტური წარმოშობის დღესასწაულის შესახებ წერს, რომელიც 1-2 თებერვალს აღინიშნება.
„განახლებისა და სინათლის დღესასწაული
იმბოლკი (Imbolc) კელტური წარმოშობის დღესასწაულია, რომელიც 1-2 თებერვალს აღინიშნება. ეს არის ზამთრის დასასრულის და გაზაფხულის მოახლოების სიმბოლური დღე. ამ პერიოდში დღის სინათლე იმატებს, მიწა იღვიძებს და ბუნებაში ახალი ენერგიები იბადება.
დღესასწაული დაკავშირებულია ქალღმერთი ბრიგიდასთან - ცეცხლის, შთაგონების, პოეზიის, მკურნალობისა და ნაყოფიერების მფარველთან. კელტების რწმენით, ბრიგიდის ტაძრებში მუდმივად ენთო წმინდა ცეცხლი, რომელიც განახლებისა და დაცვის სიმბოლო იყო. მოგვიანებით, ქრისტიანულ ტრადიციაში, ეს დღე წმინდა ბრიგიდის დღედ გადაიქცა.
იმბოლკი გვახსენებს, რომ სინათლე ყოველთვის ბრუნდება და ახალი დასაწყისი ახლოსაა!
ეს დღე განსაკუთრებულია მათთვის, ვისაც სურს გაასუფთაოს გული და გონება, მოიზიდოს ახალი პოზიტიური ენერგიები და გაწეროს სამომავლო მიზნები.
ეს არის იდეალური დრო ყოველგვარი ძველის, დრომოჭმულის, მანკიერი ჩვევების გასაშვებად და ახალი მიზნების დასახვისთვის.
აუცილებლად დაასუფთავეთ სახლი, განსაკუთრებით იატაკი და ჭერი, დაანთეთ ღია ფერის სანთლები, მოატარეთ დაფნის ხმელი ფოთლებისა და სალბის კვამლი ოთახებს და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ ქუჩის ფრინველებისა და ცხოველების დაპურება!“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ტკბილი მეგობრები და ტკბილი ხმები“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის არაჩვეულებრივი შესრულება