
რას იტყვის ხალხი?! სწორია თუ არა ცხოვრება სხვების სურვილებით და შეხედულებებით - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა:
„ნებისმიერ ქცევას აქვს დანიშნულება და რაღაცის მიღების მიზანი. საზოგადოებრივი აზრიც არის ისეთი რაღაც, რომელიც ვიღაცაზე მეტად ახდენს გავლენას, ვიღაცაზე ნაკლებად. რატომ არის მნიშვნელოვანი მათი აზრი? ეს არის გადარჩენის მექანიზმი.
მაგალითად ადრე ტომებად როცა ვცხოვრობდით, ამ ჯგუფისგან თუ ცალკე იდექი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდი. არ გქონდა, საკვები, სახლი და ვერ დაგიცავდნენ ცხოველებისგან.
შინაგანად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯგუფს მივეღეთ.
ახლა შესაძლოა, საფრთხე არ გემუქრებოდეს, მაგალითად შენი სამეზობლო თუ არ მიგიღებს, მაგრამ ეს ემოციური საფრთხე მაინც დარჩა. შესაბამისად მაინც ფიქრობ იმაზე, რომ რაიმე ცუდი არ გააკეთო - ანუ ვსხდებით რაღაც წესებში.
ასევე არის ჩვენი განვითარების პერიოდიც - გვინდა თუ არ გვინდა ზრდის პროცესში ჩვენზე გარემო ახდენს გავლენას. ასევე ფორმირდება გარემო იმის მიხედვით, შენ რას ფიქრობ ჩემზე. ეს არის სარკის პრინციპი. გვაქვს მსგავსი ქცევები და რაღაცებს მარტივად ვიჯერებ“, - აღნიშნა გვანცა ბარაბაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როდესაც ბავშვი მამას ჰგავს...“ - სოფია კვინიკაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
🎥 საკვებით მოწამვლა ზაფხულში, როგორ დავიცვათ თავი კვებითი ინტოქსიკაციისაგან? - სპეციალისტის რჩევები
⭕ ლუის ენრიკე „რეალთან“ გამარჯვებაზე - „ბურთის ფლობა გვიყვარს, მეტოქეს კი იმავეს გაკეთება უჭირს“