Digest Logo

„ეს ნიშანი იფურჩქნება, ამ პერიოდში ყველაზე წარმატებულია“ - ცაგარელი კვირის ფავორიტებს ასახელებს

1664781150
ასტროლოგი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ზოდიაქოს ნიშნებსა და ზოგადად ყველაფერზე უარყოფითად აისახება. თუმცა კოსმოსი კონკრეტულ ნიშნებს გარკვეულ პერსპექტივებს აძლევს და ასტროლოგი მათ ამ შანსის გამოყენებას ურჩევს.

მაშ ასე👇

ვერძი - ფავორიტია ამ პერიოდის, ძალიან კარგი პერიოდი აქვს შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსავლენად, მაგრამ მთავარია პარტნიორული ურთიერთობები. იდეების რეალიზაციისთვის კარგი შანსები გაქვთ. თუმცა ამ პერიოდში ძალიან მიმნდობი ხდებით და შესაძლოა, ავანტიურისტმა ადამიანებმა მოგატყუონ.

კურო - მაქსიმალური სიფრთხილე გჭირდებათ, თქვენი ენერგოტონუსი ეცემა, ანუ ადვილად დაიღლებით. არავითარი გადატვირთვა, ახალი საქმის დაწყება და ხელშეკრულებების დადება არაა კარგი. სიფრთხილე გმართებთ კოლეგებთან - არ გირჩევთ სიხისტის და სიჯიუტის გამოჩენას. 

ტყუპები - ამ ნიშანს ახლა ვერ გააჩერებთ, ძალიან ენერგიული, აქტიური და კონტაქტურია. ახალი პროექტებისა და იდეების განხორციელების კარგი შანსი აქვს, თუმცა პრეტენზიული ხდება, ამიტომ გირჩევთ, არ გამოიჩინოთ სულსწრაფობა და არ გამოთქვათ პრეტენზიები.

კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი  ეცემა, ამიტომ არ გადაიტვირთოთ, არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა თქვენზე. შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ თქვენს ნათესავებს. არავითარი მემკვიდრეობის საკითხების გადაჭრა არ დაიწყოთ ამ პერიოდში, რადგან შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. გირჩევთ მშვიდად გაიაროთ ეს კვირა.

ლომი - თქვენ ძალიან აქტიური ხართ. საუკეთესო პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, შესაძლოა, სარფიანი ხელშეკრულებები დადოთ, შესაძლოა, მოლაპარაკებისა და მოგზაურობის კუთხით იყოს ეს პერიოდი ძალიან კარგი. ახალი ნაცნობების შეძენის შანსები გექნებათ. შესაძლოა მან მიიღოს ძალიან კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც შემდეგ სათავისოდ გამოიყენებს.

ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, თუმცა საქმეები და ვალდებულებები იგივე რჩება, ამიტომ მეტად დაისვენეთ. შესაძლოა სამსახურებრივ სფეროში საკადრო ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეს. მოსალოდნელია ახალი კადრის მიერ მისი რეპუტაციის შელახვა.

სასწორი - ამ პერიოდში ყველაზე წარმატებული ნიშანია, მზე ახლა ამ ზოდიაქოში იმყოფება. ამიტომ ეს ნიშანი იფურჩქნება, ენერგოტონუსი უმაღლესი აქვს, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, ფანტასტიკურად გამოგდით ყველაფერი. 

მორიელი - ყველაზე რთული პერიოდი ახლა თქვენ გაქვთ. ამიტომ გაციების, ტრავმულ-ავარიული ტენდენციებისა და კონფლიქტების ალბათობა მაღალია. ფსიქოემოციურად გაღიზიანებულია, არასტაბილურია და შინაგან აპათიას განიცდის. ახლა შეახსენებენ ძველ ვალდებულებებს, ძველ შეუსრულებელ დაპირებებს, ამიტომ მორიელს დაძაბული სიტუაცია შეექმნება. 

მშვილდოსანი - უდავოდ კარგი პერიოდი აქვს, გამოცოცხლდება, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდება. ერთ-ერთი კარგი პერიოდი აქვს მის ცხოვრებაში ახალი საქმის დასაწყებად. ახალ ადამიანებს, რომლებსაც ახლა გაიცნობს, მათთან ექნება ხანგრძლივი ურთიერთობა.

თხის რქა - ახლა კარიერაში წინსვლისთვის საუკეთესო პერიოდი აქვს, შესაძლოა, თანამდებობაც კი დაიკავოს, მაგრამ რადგან ენერგოტონუსი დაბალი აქვს, ხდება ჯიუტი და ამან შესაძლოა, შანსები დააკარგვინოს. მეტად დაისვენეთ, არ გადაიტვირთოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

მერწყული - ფრიად პოპულარული და წარმატებული ხდება, ეხმარება ყველას, მათ შორის სუსტ ადამიანებს, ერთიორად მატულობს მისი რეიტინგი, ძალიან კარგი პერიოდი აქვს იდეების განხორციელებისთვის. 

თევზები - თქვენი ენერგოტონუსი ახლა ძალიან დაბალია, ამიტომ იცვლება განწყობა, ახლა მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ სიტყვები, დეპრესიულ აპათიურ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. ცოტა მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოიჩინეთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ნებისმიერ საშუალო ოსტატობის ხელოსანს შეუძლია თვეში მინიმუმ 5000 ლარი და ზევით გამოიმუშაოს“ - დავით გადელია

🔵„დღეს მოერიდეთ სიმძიმეების აწევას“ - მიხეილ ცაგარელის რჩევა