ასტროლოგი, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, სოციალურ ქსელში 13 თებერვლის კოსმოსურ ენერგიებზე საუბრობს.
მისი თქმით, ეს დღე კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო დღეა, რადგან მერკურის შეერთება ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან კვლავ მოქმედებს, რაც იშვიათი ასპექტია, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოვისმინოთ, არამედ გავაცნობიეროთ ის გზავნილები, რომლებიც ამ დღეს შეიძლება მივიღოთ:
„ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს დღე კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო დღეა. პირველ რიგში, კვლავ მოქმედებს მერკურის შეერთება ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან. ეს ნიშნავს, რომ სივრცე აქტიურად გვიგზავნის ნიშნებს, მნიშვნელოვან ინფორმაციას, საუბარსა და სიტუაციებს, რომლებიც ჩვენს მომავალ ცხოვრებისეულ მიმართულებას უკავშირდება. მერკურისა და ჩრდილოეთ კვანძის შეერთება იშვიათი ასპექტია, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოვისმინოთ, არამედ გავაცნობიეროთ ის გზავნილები, რომლებიც ამ დღეს შეიძლება მივიღოთ. სამყარო თითქოს გვანიშნებს, საით უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და რა ავირჩიოთ. მთვარე უკვე თხის რქაში მოძრაობს და ჰარმონიულ ასპექტებს აყალიბებს კარმულ ღერძთან, მათ შორის სექსტილს მერკურთან, რომელიც კარმულ კვანძთან შეერთებაშია.
ეს გვაძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ მივხვდეთ რაიმე მნიშვნელოვანს, არამედ აზრები გადავაქციოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად და დავინახოთ, რომელი ნაბიჯია პერსპექტიული და რომელი ილუზიური. დღეს თხის რქა ფილტრივით მუშაობს. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვები: „ეს რეალურია? გრძელვადიანია? მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო?“ განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი შეიძლება იყოს კონსტრუქციული. სასურველია ამ დროს გადავწყვიტოთ სტრატეგიული საკითხები, დაგეგმოთ მომავალი, განვიხილოთ ახალი მიმართულებები და საჭიროების შემთხვევაში, ავიღოთ დამატებითი პასუხისმგებლობა.
სატურნი – კარმის პლანეტა და თხის რქის მმართველი – ემზადება ვერძის ნიშანში გადასასვლელად. ამ ნიშანში ის მოგვიწოდებს ინიციატივისა და პასუხისმგებლობისკენ. შესაბამისად, მის გადასვლამდე გვაქვს მოსამადებელი პერიოდი - მნიშვნელოვანი კარმული დღე – მინიშნებებისა და გაცნობიერებების დრო. ინფორმაცია და შინაგანი მინიშნებები შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყოს. ყველაფერი, რაც ჩვენს მენტალურ ველში გამოჩნდება, სერიოზულად უნდა მივიღოთ. რაც შეეხება გრძნობებს, ვენერა ამ დღიდან ლილიტის გავლენაში მოექცევა. პარასკევიდან მომდევნო კვირის შუა პერიოდამდე იზრდება ცდუნებები. შეიძლება გაძლიერდეს მიზიდულობა არასანდო ადამიანების, ტოქსიკური კავშირებისა და აკრძალული თემების მიმართ.
ამ პერიოდში ემოციებს არ უნდა ვენდოთ, ასეთ დღეებში უნდა ვუსმინოთ გონებას. განსაკუთრებით სარისკოა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია შინაგანი სიცარიელის ან დაუფასებლობის განცდის ფონზე. სურვილებმა შეიძლება გვიბიძგოს ნაჩქარევი ქმედებებისკენ, რომელთა შედეგებზე მოგვიანებით შესაძლოა ვინანებთ. ამიტომ პარასკევიდან მომდევნო კვირის შუა პერიოდამდე მნიშვნელოვანია არ ვიმოქმედოთ ემოციური იმპულსით, არ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აფექტურ მდგომარეობაში. ეს პერიოდი არ არის საუკეთესო ახალი ურთიერთობის დასაწყებად, ქორწინებისთვის, სესხების აღებისთვის, მსხვილი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად ან ემოციურ ფონზე დაპირებების გასაცემად.
სჯობს პაუზა ავიღოთ. დღეს მოქმედებს ოცდამეექვსე მთვარის დღის ენერგიები. მისი სიმბოლოა გომბეშო და იგი შინაგანი სისუფთავის გამოცდის პერიოდად ითვლება. წინა მთვარის დღის მსგავსად, დღესაც სასურველია დროის უმეტესი ნაწილი დაუთმოთ თქვენს შინაგან სამყაროს, საკუთარ თავზე, თქვენს აზრებზე, თქვენს სურვილებზე მუშაობას და რაც მთავარია, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ეგოს.
ეს არის პერიოდი, როდესაც გაქვთ შესაძლებლობა, სწორად შეაფასოთ საკუთარი თავი გარედან და დაინახოთ საგნები ისე, როგორც ისინი სინამდვილეშია. სასურველია თავი აარიდოთ აურზაურს და უსაქმურ ლაპარაკს, რაც ადვილად აცლის ისედაც კლებად ენერგიას. მოერიდეთ ჭარბ კვებას.
რაციონიდან ამოიღეთ ხორცი და წყლით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. ასევე, თავი შეიკავეთ შოპინგისგან. დღეს ადამიანები ფულს არასაჭირო ნივთებზე ხარჯავენ დაუფიქრებლად. მეგობრებო, გისურვებთ სიმშვიდის, სიხარულის და სტაბილურობის განცდას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: