
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საინტერესო და შემეცნებით ინფორმაციას.
ამჯერად იგი ივლისში მოსალოდნელ ასტროლოგიურ პროცესებზე წერს და განმარტავს, თუ რა ენერგეტიკა და გამოწვევები შეიძლება ახლდეს მიმდინარე თვეს.
„ივლისის თვე გამორჩეულია რამდენიმე კოსმოსური მოვლენით:
✅ სატურნი უკუსვლას იწყებს, მას შუა პერიოდის შემდეგ შეუერთდება მერკური, ამიტომ ეს პერიოდი ბევრი რამის დალაგების საშუალებას მოგცემთ ცხოვრებაში.
✅ ურანი ზოდიაქოს ნიშანს იცვლის, ხოლო მისი ზურგის ქარით გააქტიურებული და გაბრწყინებული.
✅ ვენერა ახალ, ან განახლებულ სასიყვარულო ფერხულში გიხმობთ.
✅ დააგვირგვინებს ამ ყველაფერს ლომთა კარიბჭის გახსნა, რომელიც აგვისტოშიც გაგრძელდება.
მოკლედ, აქტიური, „ცხელი“ თვე გველის წინ, ასე რომ მოემზადეთ და თვალი ადევნეთ ჩვენს სუპერ სიახლეებს“, - წერს ქეთი ოდიშელი.
პოსტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რწმენით გავმართლდით და შესაბამისად, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„ბიქტოტა ტკბილი, თბილი სიტყვით მოლაპარაკე კაცი იყო...“ - ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს