Digest Logo

„ეს სამი ნიშანი ამ კვირის ფავორიტია...დღეს დაისვენეთ, ყველა საქმე ხვალიდან“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1699862008
მიხეილ ცაგარელი

როგორია ნოემბრის მიმდინარე კვირის (13-19) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი.

მისი თქმით, დღევანდელი ახალმთვარეობიდან გამომდინარე, შეცდომების დაშვების და ცდუნებების მაღალი ალბათობა, ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს აქვს.

ვერძი

ვიყოთ ყურადღებით, ხვალიდან ვერძებისთვის გაცილებით უკეთესია, ენერგოტონუსი მოიმატებს. ჯანმრთელობა მდგრადი ხდება, საქმეებს მოაწესრიგებენ. კვლავ აქტუალური რჩება ვერძებისთვის ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა და ისე მოქმედება, თუმცა უკვე პარტნიორული თანადგომა მოიმატებს. 

კურო

კურო გაცილებით მშვიდად იგრძნობს თავს, რადგან მასში სიხისტე და სიჯიუტე კლებულობს. ხდება დიპლომატიური და ალაგებს კარგად ურთიერთობებს. მისი შრომისუნარიანობა და ჯანმრთელობა უმაღლეს დონეზეა, რაც აძლევს შესაძლებლობას, როგორც ფინანსურად ისე, კარიერულად წინ წავიდეს.

ტყუპები

გაცილებით დალაგდება, უკვე უსმენს სხვის რჩევებს. ლაგდება, უფრო ორგანიზებული ხდება. მოვლენები რომელიც ხდება მის ირგვლივ ეს აძლევს შესაძლებლობას სოციუმში გაზარდოს თავისი ავტორიტეტი.

კირჩხიბი

ერთ-ერთი ფავორიტია ამ პერიოდში. შეგიძლია დასახოთ გეგმები და განახორციელოთ სტრატეგიულ პარტნიორებთანაც კი, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ლატარიებშიც კი. ინტუიცია მზარდია, რომელიც ხელს შეუწყობს სწორი ნაბიჯების გაკეთებას. 

ლომი

გამოცოცხლდებიან, ჯანმრთელობა მდგრადი ხდება. საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებისთვის საუკეთესო პერიოდია. აუმჯობესებენ ურთიერთობას ახლობლებთან და ნათესავებთან. მოდის მისთვის სასიკეთო პერიოდი, მაგრამ დღეს იყოს ფრთხილად.

ქალწული

აქტიურია, ენერგიულია. ეს არის მრავალფეროვანი, კონტრაქტების, შეხვედრების აქტიური პერიოდი. შეუძლია მოაგვაროს და გადაწყვიტოს სხვადასხვა საკითხი მარტომ. მოგზაურობა და მგზავრობისთვის გაცილებით საუკეთესოა.

სასწორი

წინა ორი კვირა რთული იყო, ასევე ენერგოტონუსი ჰქონდა ძალიან დაბალი. ახლა იმუნიტეტი ძლიერდება ენერგოტონუსი მატულობს და შეუძლია არაერთი საკითხი მოაგვაროს, მათ შორის ფინანსური, სადაც ჰქონდა სერიოზული პრობლემები. უფრო მეტიც, შეიძლება ძველი საქმეებიდან ფინანსური დივიდენდებიც მიიღოს.

მორიელი 

მთავარი ფავორიტია, არის არნახულად მიმზიდველი, შარმიანი, აქტიური. მორიელი სასწაული ინტუიციის მატარებელია. მას შეუძლია, სასწაულ სიახლეებს მიაღწიოს და აიმაღლოს ავტორიტეტი. მას, როგორც კოლეგას, მეუღლეს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ დღევანდელ დღეს თავი დაანებოს. მართებს აქტიური მოქმედება.

მშვილდოსანი

გამოცოცხლდებიან ნელ-ნელა, განწყობა უმჯობესდება, ენთუზიაზმი მატულობს. ნაკლებად დაიღლება, მოხდება დახარჯული ენერგიის მალევე აღდგენა. ფარულ მტრებს, ჭორებს და ინტრიგებს არ სძინავს

თხის რქა

ორგანიზებულია, აქტიურია, აქვს პერიოდი, როდესაც შეუძლია ფინანსური და სადავო საკითხების მოგვარების შანსი მიეცეს. აქვს ასევე შანსი, ახალი პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს და წამოიწყოს მათთან ერთობლივი წარმატებული პროექტები განახორციელოს კიდეც. აქვს შანსი პროფესიულადაც განვითარდეს.

მერწყული

გაცილებით უკეთ იგრძნობენ თავს. შეიცვლება თქვენი ინტერესთა სფერო. ნელ-ნელა მოდის ის დრო, როდესაც ახალი იდეები, რომელიც დაკონსერვებული იყო, ახლა გაღვივდეს და განხორციელდეს კიდეც. უმჯობესდება ურთიერთობები როგორც ოჯახის წევრებთან, ისე ნათესავებთან და ახლობლებთან.

თევზები

მორიელთან ერთად თევზებიც ერთ-ერთი ფავორიტია. არის მიმზიდველი, აქტიური... შეუძლია ახლა არა ერთი რთული მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტონ, მათ შორის საქორწინო საკითხები. ეს პერიოდი ხელს უწყობს ფინანსური შესაძლებლობის გააქტიურებას.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ლელა წურწუმია ზაფხულის შემდეგ პირველი სოლო კონცერტისთვის ემზადება

🎥 „უპირობო სიყვარული, რა თქმა უნდა“ - მარიამ როინიშვილის აღზრდის მიდგომები

„მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩუმად“ – მარიტა როხვაძის სიყვარული ჭორებმა შეიწირა