Digest Logo

„ეს სრული სიმართლეა, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა...“ - ლელა კაკულია საზოგადოებას აღდგომას ულოცავს

1745178689
ლელა კაკულია

ლელა კაკულია საქართველოში ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არა ერთხელ ქცეულა.

ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა მსოფლიოში და საქართველოში მოსალოდნელი პროცესები და საზოგადოების დიდი ყურადღებაც სწორედ ამიტომ დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ვიდეომიმართვა მოსალოდნელი ამბების შესახებ. ამჯერად მისი ოფიციალური გვერდზე მისალოცი პოსტი გავრცელდა:

„ქრისტე აღდგა, საქართველო!

აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს ხალხს.

სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ, ქართველებო. მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა გალაღებულნი, თავისუფალნი, ძლიერნი და ბედნიერნი. და დაესწრებით კიდეც.

იმედი არ გადაიწუროთ, სასოწარკვეთას არ მიეცეთ! მალე დასრულდება ყველაფერი ცუდი, რაც საქართველოს თავს ტრიალებს და შვებით ამოისუნთქავთ.

ბოროტმა ვერ შეძლო, ავბედითი წრე გაეხსნა და რამე დაეკლო ჩვენი სამშობლოსთვის; ვერც შეძლებს!

გახსოვდეთ: ეს ქვეყანა მარადიულია და უკვდავი. ჩვენ ისეთი კოლოსალური ენერგია გვიცავს, დედამიწაზე ერთი ქვეყანაც რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება; ერთი ადამიანიც რომ დარჩეს - ქართველი იქნება!

ეს სრული სიმართლეა, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა“, - წერს ლელა კაკულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მაკა ასათიანის თეონა თავართქილაძესთან ერთად გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - „ასეთი სილამაზის ქალი საუკუნეში ერთხელ იბადება“

„დედიკო სულ ჩვენ გვერდითაა“ - დაღუპული შორენა ონიანის საფლავზე მისი ტყუპები იმყოფებოდნენ

„ქრისტე აღდგა!“ - ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს