Digest Logo

„დედიკო სულ ჩვენ გვერდითაა“ - დაღუპული შორენა ონიანის საფლავზე მისი ტყუპები იმყოფებოდნენ

1745175084
გიგა ცხელიშვილი

ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალის ტყუპები უკვე რამდენიმე თვის არიან და დღეს, აღდგომის დღესასწაულზე დედის საფლავზე იმყოფებოდნენ.

ფოტოებს სოციალურ ქსელში დაღუპული ქალის მეუღლე გიგა ცხელიშვილი აქვეყნებს:

„დედიკო სულ ჩვენ გვერდითაა“, - წერს გიგა ცხელიშვილი.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იმშობიარა და ორი ტყუპის დედა გახდა.

გავრცელებული ცნობით, ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ სისხლდენა განუვითარდა, რის გამოც საზოგადოება მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა. ვრცელდებოდა სისხლის დონაციასთან დაკავშირებით არაერთი პოსტი.

სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ქრისტე აღდგა!“ - ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - „განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და გაუფრთხილდით საშარდე სისტემას“

„სიკეთე და სიყვარული იყოს ჩვენს გულებში!“ - თათია შარანგია საზოგადოებას აღდგომას ულოცავს