![ხათუნა ნოელი ხათუნა ნოელი](https://digest.ge/uploads/files/2025/01/08/63839/khatuna-noeli_w_h.jpeg)
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და და წერს, რომ მერკურის მშვილდოსნის ზოდიაქოდან თხის რქაში გადავიდა.
იგი საზოგადოებას საჭირო რჩევებს და გაფრთხილებას აძლევს.
„მერკურის მშვილდოსნიდან გასვლას გილოცავთ. იქ ის გაძევებაში იმყოფებოდა და თავის დადებითი თვისებების წარმოჩენა უჭირდა. დღიდან კი(14:00) მერკური 20 დღით თხის რქის ზოდიაქოს სტუმარი გახდება.
საინტერესოა ისიც , რომ მერკურის გასვლით ცეცხლის ზონა პლანეტებისგან დაცარიელდა. არც ვერძში, არც ლომში და აღარც მშვილდში პლანეტები აღარ მოძრაობენ. ეს ჩვენს ენერგიულობას დაინიციატივებს ცოტა არ იყოს იმპულსს უკარგავს, სამაგიეროდ, ახლა, როდესაც ჩვენი გონების მმართველი პლანეტა მობილიზირებულ და სტრუქტურული აზროვნების მოყვარულ თხისრქაში იქნება, ჩვენც შესაბამისი თვისებებით აღვიჭურვებით. ანუ არც სხვების ჭკუაზე ვივლით, არც იოლად შევიცვლით მიზნებს, საქმეებშიც უფრო მეტ დაფიქრებულობას გამოვიჩენთ.
თუმცა ანგარიშიანობიდან ანგარებიანობამდე ერთი ნაბიჯიაო და, გავფრთხილდეთ, მეორე უკიდურესობაში არ გადავვარდეთ.
გარდა ამისა ეს ტრანზიტი ცოტა არ იყოს შურიანობას, სიძუნწეს, სიხარბეს იწვევს იმ ადამიანთა ზრახვებში, ვისაც მერკური რთულ მდგომარეობაში ჰყავს და სატურნისაგან დაზიანებული აქვს.. და მაინც - ეს ტრანზიტი მობილიზაციას გვიკეთებს და ხელს გვიწყობს ვკონცენტრირდეთ მნიშვნელოვან თემებზე, ავითვისოთ რთული მასალა, მობილიზაცია გავუწიოთ თავს და ავიმაღლოთ პროფესიული კომპეტენცია, რათა შემდგომ კარიერული წინსვლა გაგვიადვილდეს. გახსოვდეთ რომ თხის რქის მერკური დიდი გულითადი საუბრებით და სენტიმენტებით არ გამოირჩევა, ამიტომ არ ღირს უფროსობასთან ხვეწნით შესვლა, სამაგიეროდ თუ თქვენს მიერ შემუშავებულ საქმიან პროექტს წარადგენთ, ეს ბევრად უფრო დაგიფასდებათ.
კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც, აგრეთვე უფროსითაობის წარმომადგენლებთან დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად. მერკური თხის რქაში ითხოვს პასუხისმგებლობას, სერიოზულობას, აღებული ვალდებულებების დროულად შესრულებას, დისციპლინას და წესრიგს.
დამრღვევები ისჯებიან თხის რქის მმართველი მკაცრი სატურნის მიერ. რომელიც იმდენად სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს, რომ შესაძლოა ვიღაცებმა სამსახურიც კი დაკარგონ...
მერკურის თხის რქაში ტრანზიტი ყველაზე მეტად მიწის და წყლის ნიშნების წარმომადგენლებს წაეხმარებათ, ასევე ვისაც ამ ნიშნებში მერკური ჰყავთ, იოლი იქნება ეს თვე ამ თვალსაზრისით წყლის ნიშნებისთვისაც, გარდა კირჩხიბებისა, როლებისთვის ეს ნიშანი ოპოზიციურია და გარკვეული დათმობების აუცილებლობის წინაშე დააყენებს... სირთულეები კომუნიკაციაში, მგზავრობაში, დოკუმენტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ სხვა მერკურიანულ საკითხებთან მიმართებაში შესაძლოა მცირე ხნით შეექმნათ ვერძებს და სასწორებს. მათ უფრო მეტი მობილიზება მართებთ, ვიდრე ჩვეულებრივ.
დანარჩენი ნიშნებისთვის ეს ტრანზიტი ნეიტრალურია. თუმცა როგორც ყოველთვის პირად რუკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ: