ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 9-15 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსალოდნელია ნეგატიური ასპექტების წინ წამოწევა როგორც საქმეში, ისე ჯანმრთელობის კუთხით.
როგორც მიხეილ ცაგარელი ამბობს, 15 დეკემბერს სავსემთვარეობაა, რაც კონფლიქტებს, ტრავმულ-ავარიულ შემთხვევებს და ადამიანების გაღიზიანებას გამოიწვევს.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:
ვერძი - მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი მაღალია, აქტიური, ენერგიული ხართ, მაინც რთული პერიოდი გაქვთ. სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობაში, ახლობლებთან მოსალოდნელია კონფლიქტები. სირთულეები გექნებათ სამსახურში, საქმიანობაში. იდეური კრიზისი გაქვთ და თქვენი გეგმები საპირისპიროდ წავა. თავი შეიკავეთ მგზავრობა-მოგზაურობისგან.
კარგი დღე: 10 და 14 დეკემბერი.
ცუდი დღე: 12 დეკემბერი.
კურო - უსათუოდ მოსალოდნელია სირთულეები, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ზედმეტად კრიტიკული და მომთხოვნი ხდებით. თავს იჩენს ფინანსური პრობლემები. თქვენი იდეები არ წავა ისე, როგორც გსურთ. იქნება თქვენი მოტყუების სხვადასხვა მცდელობა. პერიოდი არ ვარგა ხელშეკრულებების დასადებად, ახალი საქმის დასაწყებად. ენას დააჭირეთ კბილი, ნუ იტყვით რა გეგმა გაქვთ და რას აპირებთ.
კარგი დღე: 13 დეკემბერი.
ცუდი დღე: 10 და 15 დეკემბერი.
ტყუპები - საკმაოდ რთული პერიოდია, ურთიერთგაგება მცირდება და თქვენი იდეები არ წარიმართება ისე როგორც გსურდათ. თქვენი მოთხოვნები მაღალია, თქვენი დამოკიდებულება კი ზედაპირული. ეს ხელმძღვანელებს არ გამორჩებათ. მოსალოდნელია ურთიერთობის გართულება პარტნიორებთან როგორც ბიზნესში, ისე სასიყვარულო მიმართულებაში. იყავით ტაქტიანი.
კარგი დღე: 11 და 15 დეკემბერი.
ცუდი დღე: 13 დეკემბერი.
კირჩხიბი - ურთულესი პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. ეცადეთ არ გაცივდეთ და ინფექციური დაავადებების წინაშე არ აღმოჩნდეთ! ტრავმულ-ავარიული ტენდენციების ალბათობა მაღალია, ძლიერდება სიჯიუტე და მოექცევით კრიტიკის წინაშე. ძველი შეცდომები იჩენს თავს, ძველი საიდუმლოებები გამომზიურდება, რაც უსიამოვნების მიზეზი იქნება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
კარგი დღე: 12 დეკემბერი.
ცუდი დღე: 10 და 14 დეკემბერი.
ლომი - თქვენთვისაც რთული პერიოდია მიუხედავად იმისა, რომ არ უჩივით ენერგოტონუსს და ჯანმრთელობას. რადგან საერთო ფონი მძიმეა, თქვენთანაც მოსალოდნელია ურთიერთობების გართულება, ფსიქოლოგიური ადაპტაცია მოგიწევთ. ზოგიერთი ურთიერთობა დასრულდება. ხელმძღვანელებთან იყავით ყურადღებით.
კარგი დღე: 11 დეკემბერი.
ცუდი დღე: 9 და 13 დეკემბერი.
ქალწული - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, უიღბლობის ტენდენცია მაღალია, ადგილი ექნება შინაგან თვითგვემას. ურთიერთობა გეძაბებათ ოჯახთან, ახლობლებთან, ნათესავებთან. შესაძლოა საყოფაცხოვრებო საკითხებმა იჩინონ თავი, რაც ფინანსებთან იქნება დაკავშირებული.
კარგი დღე: 12 დეკემბერი.
ცუდი დღე: 10 და 14 დეკემბერი.
სასწორი - პერიოდი რთულია, თუმცა ენერგოტონუსს და ჯანმრთელობას არ უჩივით. საერთო სიტუაცია რადგან იცვლება, გამოხვალთ ილუზიებიდან და რეალურად დაინახავთ ყველაფერს. გადავარდებით უკიდურესობებში, შინაგანი მერყეობა, გაორება ძლიერდება. ეცადეთ, იყოთ ოპტიმიზმით სავსე, შეგეცვლებათ თვითშეფასება, პრიორიტეტები შეგეცვლებათ. ფეიკების ალბათობა მაღალია, ამიტომ გადაამოწმეთ ინფორმაციები!
კარგი დღე: 11 და 15 დეკემბერი.
ცუდი დღე: 9 და 13 დეკემბერი.
მორიელი - რთული პერიოდია. ენერგოტონუსი დაბალია, იმუნიტეტიც და ჯანმრთელობაც დაბალია. ეცადეთ არ გაცივდეთ და არ აღმოჩნდეთ ინფექციური დაავადებების წინაშე. ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი. შეფერხდება კარიერული წინსვლის პერსპექტივა. სხვა ადამიანთა კრიტიკა თქვენს მიმართ იქნება თქვენი აგრესიის პროვოცირების მიზეზი. ნუ იქნებით იმპულსურები. მოერიდეთ ინვესტიციებს და ფინანსურ ხარჯებს.
კარგი დღე: 12 დეკემბერი.
ცუდი დღე: 10 და 14 დეკემბერი.
მშვილდოსანი - პერიოდი რთულია, თუმცა ენერგოტონუსი კარგია, ჯანმრთელობაც მდგრადია. ხართ აქტიურები, ენერგიულები და ინიციატივიანები. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა საერთო სიტუაცია რთულია, რის გამოც აღმოჩნდებით კრიტიკის ქარცეცხლში, გართულდება ურთიერთობები თქვენსა და მშობლებს, ხელმძღვანელებს შორის.
კარგი დღე: 10 და 14 დეკემბერი.
ცუდი დღე: 12 დეკემბერი.
თხის რქა - ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია წლის განმავლობაში. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, თქვენს საწინააღმდეგოდ გაძლიერდება. შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, ნუ იქნებით სუბიექტურები.
კარგი დღე: 9 და 13 დეკემბერი.
ცუდი დღე: 11 და 14 დეკემბერი.
მერწყული - არ უჩივით ენერგოტონუსს, ჯანმრთელობა მდგრადია, მაგრამ საერთო სიტუაცია დაძაბულია, რის გამოც თავს იჩენს არასტაბილურობა. ფარული მტრები აქტიურობენ თქვენს საწინააღმდეგოდ. თქვენი სიჯიუტე თვალშისაცემი გახდება. ფინანსური შეცდომების ალბათობა მაღალია. ფეიკების ალბათობა მაღალი გაქვთ, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.
კარგი დღე: 10 და 14 დეკემბერი.
ცუდი დღე: 12 დეკემბერი.
თევზები - ჯანმრთელობა არამდგრადია, ენერგოტონუსიც დაბალია. მოსალოდნელია მოგიხდეთ არჩევანის გაკეთება პირადი საქმეების და საზოგადოებრივი ვალდებულებების შორის. სამსახურში უამრავი კრიტიკოსი გამოგიჩნდებათ, არათანმიმდევრულად მოქმედებთ, რის გამოც გაგირთულდებათ ურთიერთობები ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან.
კარგი დღე: 9 და 13 დეკემბერი.
ცუდი დღე: 11 და 15 დეკემბერი.
ასევე დაგაინტერესებთ: