Digest Logo

„ეცადეთ გადადოთ ახალი პროექტების დაწყება, დღევანდელი დღე არ არის ხელსაყრელი სიახლეებისთვის“ - 9 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1749446179
 თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 9 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს: 

„ჰოროსკოპი 9 ივნისისთვის

მთვარის დღე — 13 / 14

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე მორიელში / მშვილდოსანში

ვერძი

აკონტროლეთ სურვილები და მოერიდეთ დაუფიქრებელ ქცევებს. არსებობს რისკი, რომ დიდი თანხა დახარჯოთ უსარგებლო ნივთზე. იყავით გულწრფელი გარშემომყოფებთან — ეს დაგეხმარებათ, გაარჩიოთ ნამდვილი მეგობრები მათგან, ვინც უბრალოდ გიყენებთ.

კურო

დღეს სამსახური მოსაწყენი შეიძლება მოგეჩვენოთ. სცადეთ შემოქმედებითად მიუდგეთ რუტინულ საქმეებს. კარგ ხასიათზე დაგაყენებთ ახლობლებთან საუბარი. არ შეგრცხვეთ საკუთარ წარმატებაზე საუბარი და მიზნების გაზიარება.

ტყუპები

შეიძლება ცუდი განწყობა გქონდეთ და გაგიჭირდეთ კონცენტრაცია. თუმცა პასუხისმგებლობიანი მიდგომა ამ დღეს კარიერულად სარგებელს მოგიტანთ. ერიდეთ კამათში გადაჭარბებულ აქტიურობას.

კირჩხიბი

არ დაგეგმოთ მტკიცედ ეს დღე — შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ამან შეიძლება განწყობაზე იმოქმედოს, მაგრამ ეცადეთ, ახალ შესაძლებლობებს მიაქციოთ ყურადღება. მოქნილობა წარმატებას მოგიტანთ.

ლომი

დღე რთულია და მოითხოვს ძალისხმევას. გახსოვდეთ, რომ ახლობლები ყოველთვის დაგიჭერენ მხარს. სჯობს გადადოთ მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი საუბრები სხვა დღისთვის.

ქალწული

მოტივაციის გასაზრდელად გაიხსენეთ, რისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს. დღეს ბევრი სასიამოვნო საუბარი გელით, კომპლიმენტები და კარგი სიახლეები. აკონტროლეთ საუბრის ტონი — მოერიდეთ მკაცრ ან კრიტიკულ სიტყვებს.

სასწორი

დღე ხელსაყრელია ბიუჯეტის დაგეგმვისთვის და სერიოზული შენაძენისთვის. იყავით აქტიური და ინიციატივიანი — ასე მეტს მიაღწევთ. ჩაიწერეთ ყველა წარმატებული იდეა. საჭიროების შემთხვევაში არ შეგრცხვეთ დახმარების თხოვნა.

მორიელი

თუ ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა, გულწრფელად ისაუბრეთ საყვარელ ადამიანებთან. ასე ნდობას აღადგენთ და კომპრომისის პოვნას შეძლებთ. დააკვირდით მოსაუბრის ემოციებს — ეს დაგეხმარებათ მათ უკეთ გაგებაში.

მშვილდოსანი

ეცადეთ გადადოთ ახალი პროექტების დაწყება. დღევანდელი დღე არ არის ხელსაყრელი სიახლეებისთვის. რთულია აზრის ფორმულირება და თანამოსაუბრეთა დაყოლიება. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდენით ინტუიციას.

თხის რქა

ენერგიის დონე დაბალია — მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და მოერიდეთ გადაღლას. დღის ბოლოს სასურველია აქტიური სეირნობა ან მსუბუქი ვარჯიში.

მერწყული

დღეს სასურველია დროის დიდი ნაწილი სახლში გაატაროთ ან იმუშაოთ დისტანციურად. დაგიგროვდათ გადაუწყვეტელი საკითხები, რომლებსაც ყურადღება სჭირდება. თქვენთვის დღეს სიტყვა ძალაა — შეგიძლიათ თითქმის ყველა გადაარწმუნოთ.

თევზები

არ გადაიტვირთოთ მუშაობით — ეს შეიძლება ჯანმრთელობაზე აისახოს. მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს, აკეთეთ შესვენებები და მოერიდეთ ზედმეტ დავალებებს. ფულის ხარჯვა 9 ივნისს არ არის რეკომენდებული“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მან ჩემი გული მოიპოვა იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს...“ - ნუცა ბუზალაძე დაინიშნა

⭕„ზოგი იძახის ჩემზე, რომ ჯადოქარი ვარ“ - გია ფარადაშვილი

🎥 ნანუკა გულუას სამშობიაროში მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია ესტუმრა - რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი