
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 30 აპრილს შესასრულებელ რიტუალებს გვიზიარებს:
„დღეს ეფექტურია სხვადასხვა პრაქტიკების და რიტუალების ჩატარება
სასურველია:
დღის მთავარი ატრიბუტი ცეცხლია, ამიტომ ეცადეთ ღამე რაც შეიძლება მეტი შუქი იყოს თქვენს სახლში, ღამითაც არ ჩააქროთ. დაანთეთ სანთლებიც.
კარგია სამკურნალო ბალახების დაკრეფა და შეგროვება.
თუ ეზოში გაქვთ ჭა ან მახლობლად ნაკადული, დილით აუცილებლად დალიეთ და პირი დაიბანეთ ამ წყლით.
ჩაიცვით ფერადი სამოსი.
ატარეთ დამცავი ქვები.
არ არის სასურველი:
არ შეიტანოთ დღეს სახლში იასამანი!
არ ჩაიცვათ შავი ფერის სამოსი და სამოსი, რომელიც ავადმყოფობის ან ემოციური კრიზისის დროს ატარეთ.
არ გააბრაზოთ ჯადოქრები!
უფრო მეტის გასაგებად, შემოგვიერთდი ომნიას სივრცის დახურულ ჯგუფში“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ჩავიფიქროთ სურვილები 30 აპრილს რომ აგვისრულდეს? - რჩევები ხატია ძნელაძისგან
⭕ხვიჩა კვარაცხელია - „მჯერა, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ყველაფერი შესაძლებელია“