უკრაინაში გმირულად კიდევ ერთი ქართველი კონსტანტინე ქურსუა დაიღუპა.
არსებული ცნობით, მისი სიცოცხლე საოკუპაციო არმიის შეტევას ემსხვერპლა.
ამავე ინფორმაციით, კონსტანტინე ქურსუა ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა და ამ ქვეყნის [უკრაინის] არმიაში მსახურობდა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლაშა ბერულავა გამოეხმაურა.
„კოტე ქურსუა, 44 წლის, აფხაზეთიდან დევნილი, უკრაინის მოქალაქე ქართველი, რომელიც სოხუმის დაცემის დროს 15 წლის იყო, იქ ვერ იბრძოლა და უკრაინაში აისხა იარაღი, როცა მის მეორე სამშობლოს მტერი თავს დაესხა.
ასეა, როცა ძალიან გიყვარს სამშობლო და ვერ დაგიძახებს, მეორედაც გეძლევა შანსი, მაგრამ ეს შანსიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
დიდება გმირებს! სამძიმარი ოჯახს...“, - წერს ლაშა ბერულავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბათუმში კაცს, რომელიც მანქანაში ბენზინს ასხამდა, სიგარეტის მოკიდების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
🔵ქუჩები, სადაც დღეს წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი