Digest Logo

„ინტერვიუს ბოლოს მითხრა, ან ეს ჩემი ბოლო ინტერვიუ იქნება, ან თუ მოვყოჩაღდი, სტუდიაშიც გესტუმრებიო...“ - რას წერს ნიკოლოზ ხაჩიძე თამარ სხირტლაძეზე

1669269282
ნიკოლოზ ხაჩიძე

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი თა­მარ სხირტლა­ძე 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნიკოლოზ ხაჩიძე გამოეხმაურა. 

„- ქალბატონო თამარ, ასაკის მატებას სევდა მოაქვს?
- სევდა მიპყრობს იმის გამო, რომ ამ ასაკში არ შემიძლია უცებ წამოვდგე, გავიარო..

როცა ვუთხარით, რომ მასზე გვინდოდა გადაცემის გაკეთება, გვიპასუხა: აუცილებლად, უბრალოდ კოვიდის შემდეგ სიარული მიჭირს და ჩემთან სახლში ჩავწეროთო.. ბოლო რამდენიმე თვეა დამხმარე ქალი ჰყავდა აყვანილი. მანამდე, ასაკის მიუხედავად, მხნედ გრძნობდა თავს.

ინტერვიუს ბოლოს მითხრა, ან ეს ჩემი ბოლო ინტერვიუ იქნება, ან თუ მოვყოჩაღდი, სტუდიაშიც გესტუმრებიო 
სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა..

ძალიან კარგი ქალბატონი და არაჩვეულებრივი მსახიობი, თამარ სხირტლაძე ჩვენს გვერდით აღარ არის ..“, - წერს ნიკოლოზ ხაჩიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სოხუმის დაცემის დროს 15 წლის იყო, იქ ვერ იბრძოლა და უკრაინაში აისხა იარაღი“ - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

🔵„მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო“ - ირაკლი იმნაიშვილის პირველი კომენტარი „რუსთავი 2“-ის დატოვების შემდეგ

🔵ბათუმში კაცს, რომელიც მანქანაში ბენზინს ასხამდა, სიგარეტის მოკიდების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა