Digest Logo

„ევროპა ზევს ცოლად გაჰყვა, მათ ორი ბიჭი შეეძინათ მინოსი და რადამანტი“ - კურო და მითოლოგია: რას წერს ქეთი ოდიშელი

1777362344
ქეთი ოდიშელი

მზე მზის ტრანზიტი კუროში — ასტროლოგიური პერიოდი, რომელიც სტაბილურობას, ფინანსურ საკითხებზე ფოკუსსა და ემოციურ სიმშვიდეს უკავშირდება — უკვე დაიწყო.

ახალი ციკლი ადამიანებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება დაუთმონ მატერიალურ კეთილდღეობას, კომფორტსა და პირად ღირებულებებს.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს, სადაც კუროს ზოდიაქოს ნიშანზე საინტერესო ამბებს ჰყვება:

„კუროს მითოლოგიური სამყარო:

სიყვარული და ვნება

ეს ის პერიოდია, როდესაც ბუნება სრულად იღვიძებს და მიწა თავის საუკეთესო ნაყოფს გვთავაზობს.  

ამ ნიშნის მიღმა რამდენიმე საინტერესო მითი იმალება, რომელიც კუროს ბუნებას საუკეთესოდ ხსნის:

ევროპას მოტაცება

ერთხელ ფრენისას, ქალაქ სიდონის მახლობლად ზევსმა ულამაზესი სურათი იხილა, ახალგაზრდა გოგონები გაზაფხულის ფერებით მორთულ ველზე, ცეკვავდნენ და მღეროდნენ, ბალახებს აგროვებდნენ, ნაირფერი სურნელოვანი ყვავილებისგან გვირგვინებს წნიდნენ. ყველაზე მშვენიერი მათ შორის ერთი ასული იყო ოქროსფერი ქარგებით მორთულ იისფერ სამოსში, ეს იყო ევროპა - ფინიკიის მეფის ქალიშვილი.

ზევსი დაეშვა დედამიწაზე, მშვენიერი, თეთრი ხარის სახე მიიღო, რომლის ბეწვი მზის ოქროსფერ სხივებს ირეკლავდა, ხოლო შუბლზე მოვერცხლისფრო, ნახევარმთვარისებური ლაქა ჰქონდა. გოგონებმა მყისვე წრე შემოარტყეს, ეფერებოდნენ და ბალახითა და სხვა ხილით უმასპინძლდებოდნენ.

ევროპა მას თავზე მოეფერა, შუბლზე ეამბორა, მის ზურგზე შეჯდა, ხარი მაშინვე მოწყდა ადგილს და ზღვაში გადაეშვა, ის მიცურავდა, მიაპობდა ფირუზისფერ ტალღებს როგორც დელფინი.

თავიდან ევროპა ძალიან შეშინდა, მაგრამ მალევე დაინახა მათი მეგზური მშვენიერი ნერეიდები (ოკეანის ფერიები), დელფინები და მიხვდა, რომ ხარი ღვთაებრივი, საოცარი არსება იყო, დამშვიდდა და მას ფაფუკ ბეწვს უფრო მაგრად მოეჭიდა.

მალე ჰორიზონტზე ზევსის მშობლიური კუნძული კრეტა გამოჩნდა. იქ ევროპა ზევს ცოლად გაჰყვა, მათ ორი ბიჭი შეეძინათ მინოსი და რადამანტი.

მალე ევროპას სიყვარულის ქალღმერთი ვენერა გამოეცხადა და აუწყა, რომ კონტინენტს სადაც ის ზევსმა დაასახლა მისი სახელი დაერქმეოდა.

(ზევსს ცოლი უკვე ჰყავდა - იუნინა)

დროთა განმავლობაში ის ცოლად გაჰყვა კრეტის მეფე ასტერიონს და დედოფალი გახდა, მოგვიანებით ტახტი კი მინოსმა დაიკავა. ზევსმა კი ცის კაბადონზე მოათავსა ხარი.

კუროს თანავარსკვლავედი მას ევროპას და მის მიმართ განცდილ დიდ სიყვარულს ახსენებდა“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლადო გუდიაშვილის შვილი გარდაიცვალა

🎥 როგორ დავირეგულიროთ წნევა წამლის გარეშე: ნინო ვაშაკიძს რჩევები

⭕ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს, 28 აპრილს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება