Digest Logo

🎥 „ფარული ჭორები, გადაჭარბებული ილუზიები...“- შემოდგომის ბუნიობა, სასწორის სეზონი და სავსე მთვარე ვერძში: მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1789974704
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა ასტროლოგიურად საკვანძო და საკმაოდ დინამიკური მოვლენებითაა დატვირთული. შემოდგომის ბუნიობასთან ერთად, მზის სასწორის ზოდიაქოში გადასვლა {სასწორის სეზონის დასაწყისი} პირველ პლანზე ურთიერთობებში ბალანსის, დიპლომატიისა და ახალი შეთანხმებების მიღწევის აუცილებლობას წამოსწევს.

თუმცა, კვირის ბოლოს მოსალოდნელი ვერძის ნიშანში არსებული სავსე მთვარე და მარსის აქტივობა ემოციურ ფონს მაქსიმალურად დაძაბავს - ეს არის პერიოდი, როდესაც დაგროვილი იმპულსები იფეთქებს და ბევრს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად, ყოყმანის გარეშე მოუწევს.

ასტროლოგების გაფრთხილებით, ეს კვირა იდეალურია ძველი გაურკვევლობების დასასრულებლად, თუმცა საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რათა იმპულსურმა მოქმედებებმა პირადი თუ საქმიანი კავშირები არ დააზიანოს.

მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზსა და მნიშვნელოვან მოვლენებზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:

ზოგადი ფონი მიმდინარე კვირისთვის

„ყველაზე რთული კვირაა სექტემბრის თვეში. ყველას ვთხოვ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. არავითარი ახალ ბინაში გადასვლა ან ახალი უძრავი ქონების შეძენა. არასასურველია ამ პერიოდში დაპირებების გაცემა, რადგან მათი უმრავლესობა ტყუილი იქნება. პარტნიორულ ურთიერთობებს მოერიდეთ. ასევე დიდი ალბათობაა ტრავმების. იქნება მძაფრი პოლიტიკური განცხადებები. მეტი ბარიერები და ფარული მტრები იქნება.

სამი გეომაგნიტური დღე გვაქვს: ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი.

ამ დღეებში თუ იგრძენით, რომ დისკომფორტი გაქვთ, თავი გტკივათ, შეიმოწმეთ წნევა და მიმართეთ შესაბამის პროფილაქტიკას.

რაც შეეხება ცალკეულ დღეებს: ორშაბათი და სამშაბათი - ორშაბათი კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევაში. ხვალ და ზეგ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უძილობას, ეს ეხება მაგალითად მორიელებს, რადგან ამან შეიძლება თავი იჩინოს. მოერიდეთ სტრესულ მდგომარეობას და შეცდომების დაშვებას. 23 რიცხვი, ანუ ოთხშაბათი არის საკრალური დღე: დღეღამტოლობა. ასევე მზე გადადის სასწორის ზოდიაქოს ნიშანი და ტოვებს ქალწულს. მოიმატებს მშვიდობიანობა, დიპლომატია, სამართლიანობა, შემოქმედებითი ნიჭი და სასიყვარულო ურთიერთობები. თუმცა ასევე მატულობს სულსწრაფობა, ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და ა.შ.

გადავდივართ შემოდგომა-ზამთრის ზონაში: ოთხი დღეა სულ წლის განმავლობაში, როცა იხსნება პორტალი და შემოდის სასიკეთო ენერგიები. ორჯერ დღეღამტოლობაა და ბუნიობაც ორჯერ. აუცილებელია ვილოცოთ და ვიყოთ მადლიერები.

აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ სურვილები 23 რიცხვში: სახელი გვარი და რით გინდათ რომ მიაღწიოთ თქვენ სურვილებს, ასევე განსაზღვრეთ როდის გინდათ. ასე გააკეთა მსახიობმა ჯიმ ქერიმ, რომელმაც დაწერა რომ სურდა 10 მილიონი 5 წლის შემდეგ. ზუსტად ხუთ წელში მიიღო მან როლი, რომლის შესრულებისთვისაც 10 მილიონი დაიმსახურა. კოსმოსური კარიბჭე გაძლევს საშუალებას ჩეკი გაანაღდო. ამას დაკეცავ და ჩაიდებ საფულეში 21 დეკემბრამდე, ან დაწვავ ან გადააგდებ. იქამდე უნდა იმუშაოს ამან. 

ხუთშაბათს და პარასკევს: მორიელი ლომთან და სასწორთან ერთად გვხვდება, არიან ძალიან ენერგიულები ამ ორი დღის განმავლობაში ივარჯიშეთ, იმოგზაურეთ, დაიხარჯეთ.

შაბათი: სავსე მთვარე  - ვერძის და სასწორის ზოდიაქოს ღერძზე. ენერგიების შეჯახებაა. ბევრს ექნება არაადეკვატური რეაქციები და კონფლიქტების ალბათობა დიდია“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

ზოდიაქოს ცალკეული ნიშნების დახასიათება და რჩევები მიმდინარე კვირისთვის:

♈ ვერძი

ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება პარტნიორობა. ზოგიერთი პარტნიორი შესაძლოა მატყუარა აღმოჩნდეს და შეცდომაში შეგიყვანოთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. გემატებათ ენერგია და იმუნიტეტი.

♉ კურო

ებერგოტონუსი მაღალია, ასევე შარმიც. ხდებით ზედმეტად უჩვეულო და იმპულსური. შესაძლოა დაუშვათ შეცდომები, რომლითაც თქვენი მტრები ისარგებლებენ. კარგად დაფიქრდით ნაბიჯის გადადგმამდე.

♊ ტყუპები

ენერგიები მატულობს და იგრძნობთ რომ მეტად კომუნიკაბელურები ხდებით. შრომისუნარიანობა ძლიერდება. ეს ყველაფერი კარგია. ირგვლივ მყოფი ადამიანები, ტყუილებით მოგაბეზრებენ თავს. ხდება ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია.

♋ კირჩხიბი

შარმი გაქვთ, ხართ აქტიური და ენერგიულები. წინააღმდეგობები მეტია, შეცდომების ალბათობა იმატებს. მთავარია, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. არ მიიღოთ კატეგორიული გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით. ტექნიკის დაზიანების ალბათობა დიდია.

♌ ლომი

ენერგოტონუსი მატულობს, უმჯობესდება განწყობა. თუმცა მოერიდეთ მოგზაურობას და გადაადგილებას. შესაძლოა დაკარგოთ ან დაგავიწყდეთ საბუთები. შეექმნას ტექნიკური პრობლემები ავტომობილს. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. იყავით წინდახედულები.

♍ ქალწული

საკმაოდ კარგი კვირა გაქვთ. ენერგიული, მიმზიდველი და შარმიანი ხართ. ბევრი რამ გამოგდით. მატერიალური დივიდენდების მიღების ალბათობა მაღალია. იმოქმედეთ წინდახედულად. თუმცა მთავარი ფავორიტი ამ კვირის მაინც თქვენ ხართ.

♎ სასწორი

ჯერჯერობით გიჭირთ. მართალია მზე თქვენს ზოდიაქოში გადადის, თუმცა ამის სასიკეთო ტენდენციებს შემდეგი კვირიდან იგრძნობთ. ფარული ჭორები, შეცდომების დაშვების ალბათობა და გადაჭარბებული ილუზიები - ეს საკითხები კვლავ აქტუალურია. ადვილად არავის დაუჯეროთ და დასახეთ იდეები.

♏ მორიელი

აქტიური და ენერგიულები ხართ. ინტუიცია მაღალია. სამართლიანი და მებრძოლი ხართ, მოსალოდნელია გამოააშკარაოთ დაფარული ამბები, თუმცა ფრთხილად იყავით ამან ზიანი არ მოგიტანოთ. შემდეგი კვირიდან კი რთული პერიოდი გეწყებათ. ეს კვირა ზედმეტი კონფლიქტების გარეშე გაიარეთ.

♐ მშვილდოსანი

ენერგია და ჯანი გემატებათ. დახვეწილი იუმორი და შარმი წინა პლანზე წამოიწევს. არ გადაამეტოთ შესაძლებლობებს. არ აიღოთ ზედმეტად ბევრი საკუთარ თავზე. თუმცა გეგმების დასახვისთვის კარგი დროა.

♑ თხის რქა

იდეების რეალიზაცია რთულდება. ელექტროტექნიკის გაფუჭების ალბათობა ძლიერია, ამიტომ ფინანსური ხარჯები გელით. იყავით მაქსიმალურად ტაქტიანი და შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები კოლეგებთან.

♒ მერწყული

ენერგოტონუსი მატულობს და აქტიურები ხდებით. თუმცა ამ კვირაში შეცდომების ალბათობა დიდია, ეს მოგცემთ სწავლის საშუალებას.

♓ თევზები

ჯანს არ უჩივით, თუმცა ზედმეტად იმპულსურები ხდებით. ეს არის საყურადღებო. ამან შეიძლება გამოიწვიოს პარტნიორული დაძაბულობა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მნიშვნელოვანი ცვლილებები, სიახლეები ურთიერთობებში და განსხვავებული ეტაპი კარიერაში - როგორი იქნება 21-27 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 სკოლები სმარტფონებისა და სმარტ საათების გარეშე — რატომ ამბობს განათლების სისტემა უარს ციფრულ ტექნოლოგიებზე: თამარ კერძაიას განმარტება

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში