Digest Logo

მნიშვნელოვანი ცვლილებები, სიახლეები ურთიერთობებში და განსხვავებული ეტაპი კარიერაში - როგორი იქნება 21-27 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1789971847
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

22 სექტემბერს მერკური იუპიტერთან სექსტილს ქმნის. ეს ჰარმონიული ასპექტი კვირის პირველ დღეებს ხელსაყრელს ხდის საუბრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სწავლისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. იდეები შესაბამის გამოხმაურებას პოულობს, ინფორმაციას კი მარტივად და ენთუზიაზმით მიიღებთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კარგი დროა მნიშვნელოვანი დიალოგის დასაწყებად ან ისეთი დოკუმენტის ხელმოსაწერად, რომელიც მხარეთა ურთიერთგაგებას მოითხოვს.

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობა დგება. ამ დროს დღე და ღამე მთელ პლანეტაზე თანაბრდება, მზე კი სასწორის კარდინალურ ნიშანში შედის. ეს მხოლოდ ასტრონომიული მოვლენა როდია - ის გადატვირთვის ერთგვარ წერტილადაც მიიჩნევა. იწყება ახალი სეზონი, რომელსაც პარტნიორობის, ჰარმონიისა და სამართლიანი ბალანსის თემები განსაზღვრავს. ბუნიობის შემდეგ ბევრ ადამიანს ცხოვრებაში დარღვეული წონასწორობის აღდგენის საჭიროება უჩნდება - როგორც სამუშაოსა და დასვენებას, ისე საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს შორის.

26 სექტემბერს ვერძის 4°-ზე სავსემთვარეობაა. მშვიდი და გაწონასწორებული ბუნიობის შემდეგ ენერგია მკვეთრად იმატებს: ემოციები მწვავდება, ძლიერდება მოქმედების, საკუთარი თავისა და საზღვრების დაცვის სურვილი, დაგროვილი დაძაბულობა კი გამოსავალს ეძებს.

სავსემთვარეობას მზის ორი მძლავრი ასპექტი ახლავს. რეტროგრადულ პლუტონთან ტრიგონი მიმდინარე მოვლენებს სიღრმესა და ტრანსფორმაციულ მიმართულებას ანიჭებს - ამ დღეებში გამოვლენილი პროცესები იშვიათად არის შემთხვევითი და უფრო დიდი ხნის წინ მომწიფებული საკითხების ზედაპირზე ამოტივტივებას ჰგავს. ამავდროულად, რეტროგრადულ ნეპტუნთან ოპოზიცია ბურუსისა და ილუზიის ელემენტს ამატებს, რის გამოც მანიპულაციის რისკი იზრდება.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 21-27 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

♈ ვერძი

კვირა ტემპს სწორედ თქვენთვის კრეფს - 26 სექტემბერს სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში მოხდება, ამიტომ მთელი კვირა ამ თარიღისკენ ემოციურ მომატებას უკავშირდება. კვირის დასაწყისში საუბრები და მოლაპარაკებები იოლად მიმდინარეობს - გამოიყენეთ ეს დრო მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. შესაძლოა, წამოიჭრას დიდი ხნის წინ მომწიფებული საკითხი, რომელიც გადამჭრელ მოქმედებას მოითხოვს. სავსემთვარეობის დღეებში გამოვლენილ მოვლენებს ნდობით უნდა შეხვდეთ, თუმცა საბოლოო დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - ამ პერიოდის მოვლენების ჭეშმარიტი არსი შესაძლოა, მაშინვე არ გამოაშკარავდეს.

♉ კურო

კვირა მსუბუქი და ჰარმონიული კომუნიკაციით იწყება, სრულყოფილი წონასწორობის გავლით კი მკვეთრ, ინტენსიურ ემოციურ ფინალამდე მიდის, სადაც ტრანსფორმაციის სურვილი ილუზიების რისკთან ერთად არსებობს. კვირის დასაწყისის სიმსუბუქე მნიშვნელოვანი საუბრებისთვის გამოიყენეთ, შუა კვირის წონასწორობა - საკუთარ ცხოვრებაში ბალანსის შესაფასებლად, კვირის ბოლოს კი მომატებულ ემოციურ ფონს ფხიზელი გონებით შეხვდით. ყველაფერი, რაც სავსემთვარეობისას სიმართლედ ჩანს, შესაძლოა, მოგვიანებით ასე აღარ აღიქმებოდეს.

♊ ტყუპები

კვირა მსუბუქად და პროდუქტიულად იწყება - მერკური თქვენს ბუნებრივ რიტორიკას მხარს უჭერს და საუბრებიც წარმატებით ვითარდება. თუმცა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - მკვეთრი ემოციების მიღმა შესაძლოა, ილუზია იმალებოდეს, რომელსაც დროით შემოწმება სჭირდება. ეს დაგეგმვისა და სწავლისთვის ხელსაყრელი პერიოდია. 23 სექტემბრის ბუნიობა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დამყარების შესაძლებლობას მოგცემთ. 26 სექტემბრის სავსემთვარეობისთვის შესაძლოა, ფინანსური ან ღირებულებითი საკითხები წამოიჭრას, რომლებიც გულწრფელ გადახედვას მოითხოვს.

♋ კირჩხიბი

კვირის დასაწყისი რაციონალური საუბრების ემოციურ საჭიროებებთან დაბალანსებას მოითხოვს - ყველაფრის მხოლოდ ლოგიკით გადაწყვეტა შეუძლებელია. ბუნიობა სახლსა და გარე სამყაროს შორის ბალანსის გადახედვისკენ გიბიძგებთ. 26 სექტემბრის სავსემთვარეობა თქვენს საპირისპირო ნიშანში ურთიერთობების თემას ააქტიურებს - პარტნიორობა სიმტკიცეზე გადის და შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდეს, რომელთა გააზრებასაც დრო დასჭირდება. უქმეებზე მოსალოდნელია ემოციური საუბარი ახლობელ ადამიანთან - მზად იყავით არა მხოლოდ სიტყვების, არამედ მათ მიღმა არსებული აზრის მოსასმენად.

♌ ლომი

კვირა მსუბუქი, სასიამოვნო საუბრებითა და ახალი იდეებით იწყება. ნაყოფიერი თვის შემდეგ ბუნიობას შვება მოაქვს - შინაგანი რიტმი თანაბრდება და ტემპის დაკარგვის გარეშე შეძლებთ, ცოტა ამოისუნთქოთ. 26 სექტემბრის სავსემთვარეობის მოახლოებასთან ერთად თქვენი ენერგია მძლავრ მხარდაჭერას იღებს. ეს ის დროა, როდესაც საკუთარი თავის წარმოჩენა, ტალანტების გამოვლენა და სწრაფი გამოხმაურების მიღება შეგიძლიათ. თუმცა, ემოციურმა პიკმა შესაძლოა, აჩქარებისკენ გიბიძგოთ, ამიტომ ახალ პროექტებში დეტალების შემოწმების გარეშე გადაშვება არ ივარგებს.

♍ ქალწული

კვირის დასაწყისი წარმატებული მოლაპარაკებებისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელია. გარემოებები გეგმების სტრუქტურირებასა და იმ ამოცანების მოწესრიგებას უწყობს ხელს, რომლებიც ყურადღებას მოითხოვდა. 23 სექტემბრის ბუნიობა თქვენი ზოდიაქოს სეზონს ასრულებს და ესტაფეტას სასწორს გადასცემს - ეს პრაქტიკული მიღწევების შეჯამების მომენტია, როდესაც ნათელი ხდება, რა გამოვიდა და რა მოითხოვს კორექტირებას. 26 სექტემბრის სავსემთვარეობა ჯანმრთელობისა და ყოველდღიური საქმეების სფეროს ააქტიურებს, რაც კარგი პერიოდია დღის რეჟიმის, ჩვევებისა და სამუშაო პროცესების გადასახედად.

♎ სასწორი

ეს თქვენი კვირაა - 23 სექტემბერს მზე თქვენს ნიშანში შედის და სასწორების სეზონი იწყებს. უკვე პირველივე დღეებში ურთიერთობებში სიმსუბუქე იგრძნობა, ჩნდება ადამიანებთან სიახლოვის, იდეებისა და შთაგონების გაზიარების სურვილი. ბუნიობას შინაგანი წონასწორობის შეგრძნება მოაქვს - გარეგანი ზრუნვის პერიოდის შემდეგ თითქოს საკუთარ თავს უბრუნდებით. მოსალოდნელია უეცარი აღმოჩენები იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი მცირე, მაგრამ ზუსტი ცვლილებებით. 26 სექტემბრის სავსემთვარეობისთვის შემოქმედებასა თუ რომანტიკაში მკვეთრი, თუმცა წინააღმდეგობრივი სიტუაციაა მოსალოდნელი.

♏ მორიელი

კვირის დასაწყისი სიტყვების საგულდაგულო შერჩევას და მნიშვნელოვან საუბრებში სიფრთხილეს მოითხოვს. ინტუიცია ერთს გიკარნახებთ, რეალობა კი მეორეს აჩვენებს - მთავარია, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ბუნიობა კონტროლის ნაწილობრივ გაშვებისა და მიმდინარე პროცესების ნდობის საჭიროებას მოაქვს. ეს ემოციურად დატვირთული დროა, როდესაც გრძნობები შესაძლოა, ფაქტებზე ძლიერი აღმოჩნდეს. 26 სექტემბრის სავსემთვარეობა სახლისა და ოჯახის თემას ეხება - მოსალოდნელია ნათესავთან საუბარი ან საშინაო მოვალეობების გადახედვა, რაც სიღრმისეულ და გულწრფელ დიალოგს მოითხოვს.

♐ მშვილდოსანი

კვირა სწავლისა და ჰორიზონტის გაფართოებისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობებით იწყება. ამ დღეებში მიღებული ინფორმაცია ღირებული აღმოჩნდება და შესაძლოა, მომავალი პროექტის საფუძვლადაც იქცეს. ბუნიობა თავისუფლებასა და მოვალეობებს შორის ბალანსის ძიებისკენ გიბიძგებთ. 26 სექტემბრის სავსემთვარეობისთვის კომუნიკაცია და იდეების გაცვლა პიკს აღწევს. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლე ან საუბარი, რომელიც ჩვეულ სიტუაციებზე თქვენს ხედვას შეცვლის. ეს კარგი დროა პრეზენტაციებისთვის, მოლაპარაკებებისა და სწავლისთვის - პერიოდი, როდესაც საკუთარი და სხვების ჭეშმარიტი მოტივების დანახვა შეგიძლიათ.

♑ თხის რქა

კვირის დასაწყისი საქმიანი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელია - კარგი დროა ისეთი გეგმის შესადგენად, რომელიც ყველა შესაძლო რისკს ითვალისწინებს. ბუნიობას ფინანსურ თუ პრაქტიკულ საკითხებში წესრიგის დამყარების სურვილი მოაქვს - ეს ის მომენტია, როდესაც ბიუჯეტის, შეთანხმებებისა და სამუშაო პროცესების გადახედვა განსაკუთრებით ეფექტური იქნება. სავსემთვარეობისას შესაძლოა გაირკვეს იმის ჭეშმარიტი ღირებულება, რასაც დიდხანს სათანადოდ ვერ აფასებდით. მოსალოდნელია შესყიდვებთან, ინვესტიციებსა თუ მოვალეობების გადანაწილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

♒ მერწყული

კვირა მსუბუქად იწყება - ეს შემოქმედებითი იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი დროა. გარემოცვის მხარდაჭერას გრძნობთ და საკუთარი აზრების გაზიარებისთვის მზად ხართ. სასწორის ნიშანში ბუნიობას ადამიანებთან და სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნება მოაქვს, აგრეთვე რაღაც ლამაზისა და მნიშვნელოვანის შექმნის სურვილი. 26 სექტემბრის სავსემთვარეობისთვის პირადი თვითგამოხატვის მკვეთრი და ემოციურად დატვირთული მომენტი დგება. საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი მნიშვნელოვნად ძლიერდება, თუმცა გამონათქვამებში ზედმეტ კატეგორიულობას მოერიდეთ.

♓ თევზები

კვირის დასაწყისი გააზრებულ საუბრებსა და ახალი ცოდნის მიღებას უჭერს მხარს. თქვენი დაკვირვებისა და ჩაღრმავების უნარი იზრდება - მიმდინარე მოვლენების დაფარულ აზრს უფრო მკაფიოდ იგრძნობთ. ბუნიობა ოცნებებსა და რეალობას შორის ბალანსის ძიებისკენ გიბიძგებთ. 26 სექტემბრის სავსემთვარეობა ფარულ, ქვეცნობიერში დამალულ თემებს ააქტიურებს. ის საკითხები, რომელთა შემჩნევასაც თავს არიდებდით, შესაძლოა, ზედაპირზე ამოვიდეს. რეტროგრადული ნეპტუნის ოპოზიცია მზესთან სიფრთხილეს ითხოვს - ილუზია ჭეშმარიტ გრძნობაში ნუ აგერევათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სკოლები სმარტფონებისა და სმარტ საათების გარეშე — რატომ ამბობს განათლების სისტემა უარს ციფრულ ტექნოლოგიებზე: თამარ კერძაიას განმარტება

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს

წყარო: www.beaumonde.ge