ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2 თებერვლის სავსემთვარეობის ტენდენციებზე საუბრობს:
„ვნახოთ როგორია 2026 წლის 2 თებერვლის სავსემთვარეობის ტენდენციები თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის!
სავსემთვარეობა ეს არის შედეგების დადების პერიოდი, იმ თემებში რომელსაც საფუძველი 2025 წლის ივლისის, ლომის ზოდიაქოს ნიშნის ახალმთვარეობას ჩაეყარა.
ვერძი - დასვენების, სასიყვარულო თავგადასავლების, ბავშვებთან დაკავშირებული თემების აქტუალიზაცია. შემოქმედებითი და სასიცოცხლო ენერგიებით ივსებით. იმხიარულეთ, დატკბით ამ შესაძლებლობებით. ითამაშეთ ლატარია, სამყარო რაღაც საჩუქარს გიმზადებთ!
კურო - სახლთან, უძრავ ქონებასთან, მიწასთან, მშობლებთან, შვილის შეძენასთან დაკავშირებული სიახლეები. შესაძლოა იყიდოთ ბინა, ან დაიწყოთ რემონტი, გადახვიდეთ ახალ სახლში. გადაწყვიტოთ მეწყვილესთან ერთჭერქვეშ ცხოვრება.
ტყუპები - კომუნიკაციებით, ინფორმაციებით, სიახლეებით დატვირთული პერიოდი, შერიგება, მორიგება დედმამიშვილებთან, მეზობლებთან ნათესავებთან. ახალი სასწავლო კურსებისა და ზოგადად სწავლებისთვის კარგი პერიოდია. ასევე ეფექტური პერიოდია ვაჭრობისა და ტექნიკის ყიდვა-გაყიდვისთვის, მართვის მოწმობის ასაღებად.
კირჩხიბი - ფინანსები, ახალი შემოსავლების წყაროები, საყიდლები, კომფორტი, საჩუქრები. ხელოვნებასთან, ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. ეფექტურია ამ პერიოდში თქვენთვის ფინანსებთან დაკავშირებული პრაქტიკებისა და აფირმაციების გამოყენება.
ლომი - პირადი ურთიერთობების დაწყების, დალაგების, მოგების, სურვილების ასრულების, იმიჯის და ზოგადად ყველაფრის შეცვლისთვის, საყიდლებისთვის, ახალი პროექტების დაწყების, მოგზაურობის, ნაცნობობისთვის ბრწყინვალე პერიოდია, ახლა თქვენი სცენაზე გამოსვლის დროა, თუმცა კონკურენციაც და დაბრკოლებებიც დიდია! ეცადეთ დააბალანსოთ
ქალწული - აქტუალური თემა შესაძლოა, უცხოეთთან დაკავშირებულ საბუთებს, პროექტებს, შორეულ მგზავრობებს ეხებოდეს. ნაცნობობა ძალიან საინტერესო ადამიანთან. კარგი პერიოდია სულიერი პრაქტიკებისა და აფირმაციებისთვის. გამოიყენეთ სამყაროსთან განსაკუთრებული კავშირი ეფექტურად.
სასწორი - სოციალური აქტივობის, სამეგობრო წრის გაფართოების, ღონისძიებების, დროა, მატულობს თქვენი შარმი, ყურადღების ცენტრში ექცევით. შემოქმედებითი ენერგიებით ხართ აღსავსე, მოგების ალბათობა იზრდება. სურვილებს ასრულების პერიოდია. იყავით თამამი საკუთარი ოცნებების გამოხატვისას.
მორიელი - კარიერულ ასპარეზზე სიახლეები გელით, შესაძლოა, დაიწყოთ ახალი სამსახური, ან დაგაწინაურონ. ახალი მიზნების დასახვის, თქვენი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამაღლების დროა, სტატუსის ცვლა უკეთესობისკენ. კარგია პერიოდი მსხვილი საყიდლებისთვის. ახლა თქვენ სამყარო თვალს გადევნებთ, გაუმხილეთ მას თქვენი მიზნები!
მშვილდოსანი - მოგზაურობა, უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებული თემების აქტუალიზაცია, ახალი ნაცნობობა. უცხო ენების შესასწავლად მშვენიერი პერიოდია. შესაძლოა მიიღოთ შემოთავაზება ახალი სამსახურის შესახებ. კანონთან დაკავშირებული საკითხების სათქვენოდ გადაწყვეტა.
თხის რქა - მემკვიდრეობასთან, დიდი ფულის, პარტნიორის, მეუღლის დაწინაურებასთან დაკავშირებული მატერიალური მატება, ახალი შემოსავლები, კრედიტებთან, სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებული თემების აქტუალიზაცია. ხელსაყრელი პერიოდია თქვენთვის ბავშვის ჩასახვისთვის. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და მინიშნებებს.
მერწყული - პარტნიორობა, ახალი ნაცნობობა, ქორწინება ან განქორწინება, ახალი შემოთავაზებები, საქმიანი პარტნიორების შეძენა ან ცვლა. აქტუალურია ასევე კონკურენციის თემა. ხელშელკრულებების დადების, დაპირისპირებების მოგვარების პერიოდია. ახლა კომპრომისი და დიპლომატია მოგებიანია.
თევზები - შინაური ცხოველის შეძენა თუ გსურდათ ახლა მშვენიერი პერიოდია, აქტუალური თემა შესაძლოა ეხებოდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესებას, კარგია პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. ცხოვრებისეული საკითხების, პირობების გადაწყობა და გაუმჯობესება“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სავსემთვარეობა აძლიერებს განცდებს, სურვილებსა და შინაგან ხმას“ - 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
🎥 როგორ დაიწყო საქართველოს სულიერი გარდაქმნა 17 საუკუნის წინ - ქვეყნის გაქრისტიანების ისტორია
⭕საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება - იდეის ავტორები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან