კვირის ასტროლოგიური მიმოხილვა - 4-10 მაისი:
კვირას ვიწყებთ 5 მაისს იუპიტერი (კირჩხიბი) - მარსის (ვერძი) კვადრატით, რამაც ბევრს შეიძლება, მოუტანოს გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებზე ან რეალურად ჭარბი ენერგია, რაც შეიძლება, გამოიხატოს სხვების ან საკუთარი თავის მიმართ აგრესიაში, ემოციურ არასტაბილურობაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის დალაგებულ მოქმედებას და განაპირობებს იმპულსურ, ემოციურ, აჩქარებულ საქციელს.
როგორ შეიძლება, ამ ასპექტის გავლენა გამოვიყენოთ სასიკეთოდ?
გამოვავლინოთ კირჩხიბისა და ვერძის დადებითი მახასიათებლები: დავუჯეროთ საკუთარ ინტუიციურ შეგრძნებებს, ვიგრძნოთ და გავითვალისწინოთ გარემოცვის ენერგია, ემოციები და ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, კონკრეტულად და თამამად.
6 მაისს იქნება გავლენიანი მერკური (კურო) - მთვარის (თხის რქა) ტრინი მიწის ნიშნებში. ეს ნამდვილად კარგი დღეა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული და საქმიანი შეხვედრებისთვის, სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებებისთვის და დიდი ორგანიზაციებისთვის მისამართად, მიწის სამუშაოებისთვის, ბიუჯეტის დასაგეგმად.
7 მაისს კი ლილიტი (მშვილდოსანი) - ვენერას (ტყუპები) სექსტილი ზოგიერთისთვის გამოკვეთს შესაძლებლობებს უცხოელებთან ან უცხოეთთან, საბუთებთან, სწავლისა და სწავლებასთან, ვაჭრობასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად. ოღონდ, აქ მნიშვნელოვანია, ჩვენი მიდგომა არ იყოს ზედაპირული, ვენდოთ მხოლოდ პროფესიონალებს და კარგად დავუკვირდეთ დეტალებს.
8 მაისს ურანი (ტყუპები) - მთვარის (მერწყული) ტრინი, შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მსუბუქად შევხედოთ მოვლენებს, შედარებით ადვილად შევიდეთ კომუნიკაციაში და უფრო მარტივად მივიღოთ სიახლეები.
მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ ჩვენი ემოციების ხისტმა ცვალებადობამ გაგვიფუჭოს განწყობა და ხელი შეგვიშალოს ყოველდღიურობაში.
9 მაისს მერკური (კურო) - მთვარის (მერწყული) კვადრატი, ამ დღეს უფრო გაააქტიურებს ადამიანებში სიჯიუტეს, კამათისადმი მიდრეკილებას, უფრო მეტი თავისუფლების სურვილს, რასაც, შესაძლოა, მტკივნეულად ზღუდავდეს ყოველდღიურობა და საყოფაცხოვრებო ფაქტორები. ამიტომ, ვეცადოთ, ავერიდოთ უშედეგო კამათებს.
ავტორი: ლიკა ჭოლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რასაც ახლა ვიტყვი, არც ჩემი მოგონილია და არც ჩემი სურვილი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე
წყარო: www.facebook.com